თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდება, 6 იანვრიდან პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს – რა ორი მოთხოვნა აქვს სააკაშვილს?

0
964
35 Views

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადვოკატებმა ბექა ბასილაიამ და შოთა თუთბერიძემ მესამე პრეზიდენტის უკვე მოინახულეს. ჟურნალისტებთან საუბრის დროს ადვოკატებმა განაცხადეს, რომ სააკაშვილი ითხოვს აღუდგეს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება, ასევე, მისი ჯანმრთელობის მონიტორინგში ჩაერთონ ცენტრი „ემპათია“, კონსილიუმი და უცხოელ ექსპერტთა ჯგუფები.

ამ მოთხოვნების დაუკმაყოფილების შემთხვევაში, მივიღებთ 2 შედეგს: პირველი გახლავთ ის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარება შეუქცევადად გაუარესდება და შეიძლება მისი სიკვდილიც კი გამოიწვიოს და მეორე თუ 6 იანვრამდე ეს პრობლემები არ იქნება მოგვარებული და პენიტენციური სამსახური გადაწყვეტს, რომ კანონის სრული იგნორირებით გააგრძელოს პოლიტიკური ტყვის უფლებები შელახვა, ამ შემთხვევაში ის მიმართვას პროტესტის უკიდურეს ფორმებს”,– ამბობს შოთა თუთბერიძე.

Cesko