ცნობილია, რა დაწერეს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზად ექსპერტიზის დასკვნაში

0
530
28 Views

სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინით ინტოქსიკაციით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა.

ინფორმაცია თავდაპირევლად “რადიო თავისუფლებამ”, შემდეგ კი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომაც გამოაქვეყნა.

დასკვნა გომელაურის უწყებამ ჯერ კიდევ 30 დეკემბერს მიიღო, თუმცა მხოლოდ დღეს გასაჯაროვდა.

დასკვნაში საუბარი იყო თვალბუდის ფსკერის დაზიანებაზე მრავალფრაგმენტულ მოტეხილობაზე, სისხლნაღჟენთებსა და ნაჭდევებზე, ასევე თავის ტვინის შერყევაზე, თუმცა ექსპერტებმა ლექსო ლაშქარავა გარდაცვალების მიზეზად აღნიშნული არ მიიჩნიეს.

“დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს დაზიანებები ერთობლიობაში აღებული ატარებენ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების ნიშნებს და არ იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან”, – წერია დასკვნაში, რომელსაც რადიო თავისუფლება ასაჯაროებს.

დასკვნას ხელს აწერს ლაშქარავას წარმომადგენლების მხრიდან დამოუკიდებელ ექსპერტად ჩართული ალექსანდრე გეჯაძეც.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც ლაშქარავას ინტერესებს წარმოადგენს გამოძიების პროცესში, ამბობს, რომ მათთვის არავის უცნობებია დასრულებული ექსპერტიზის შესახებ.

ცნობისთვის, დასკვნა მას შემდეგ გავრცელდა, რაც UNESCO_მ ლექსო ლაშქარავა მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა, რამაც “ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლები იმდენად გააღიზიანა, რომ ავტორტეტული ორგანიზაციის კომპეტენციაშიც შეიტანეს ეჭვი. განცხადებები დღე პარლამენტის ახალმა თავმჯდომარე პაპუაშვილმა და დეპუტატმა ზარქუამ აკეთეს.

Cesko