VIDEO: თუ ვინმეს ჰგონია, რომ ასეთი სიბინძურით მავნებთ, ცდებით – კახა კალაძე სოცქსელში გავრცელებულ ვიდეოზე

February 2, 23:48
0
781

„სამტრედიაში დავიბადე, გავიზარდე ჩამოვედი თბილისში და მართლაც არ მქონდა საცხოვრებელი ბინა, დასარჩენი“,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რითაც მედიაში კონტექსტიდან ამოჭრილ გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა.

მისი თქმით, სიცრუითა და სიძულვილის ენით საუბარი არის ძალიან დიდი ბოროტება.

„სამტრედიაში დავიბადე, გავიზარდე ჩამოვედი თბილისში და მართლაც არ მქონდა საცხოვრებელი ბინა, დასარჩენი  და მომიწია მამიდასთან გლდანში ცხოვრება. ამაზე ვისაუბრე ერთ-ერთ გადაცემაში, ეს ამოჭრეს და დაატრიალეს, ისე თითქოს თბილისში ბინა არ მქონდა და ვცხოვრობდი გლდანში, ანუ ამით იმის თქმა უნდოდათ, რომ  გლდანელებს თითქოს, მათივე ჭკუით, შეურაცხყოფას ვაყენებ, არადა რეალურად საუბარი იყო იმაზე, რომ მამიდასთან ვიზრდებოდი, მამიდასთან ვცხოვრობდი იმიტომ, რომ არ მქონდა იმის შესაძლებლობა, ოჯახს არ ჰქონდა იმის საშუალება, ბინა მქონოდა დედაქალაქში და მამიდასთან მომიწია საუკეთესო წლების გატარება, წლების, საიდანაც დაიწყო ჩემი წარმატება.

ბევრმა ჟურნალისტმა, პოლიტიკოსმა არ მოიწონა ეს ყველაფერი, რაც მისასალმებელია იმიტომ , რომ სიცრუეს აქვს მოკლე ფეხები და ყოველთვის გამოაშკარავდება სიმართლე.

თუ ვინმეს ჰგონია, ასეთი სიბინძურით, ასეთი სიმდაბლით მე რაიმეს მავნებს ძალიან ცდებით, პირიქით ამით მაძლიერებთ, თქვენი არცერთი სიტყვა არ დაიჯერება, 100%-იან სიმართლეს, რომ ამბობდეთ საზოგადოება არ დაიჯერებს იმიტომ რომ ყოველდღიურად გადმოსცემთ სიცრუეს, სიძულვილის ენით საუბრობთ  და ეს არის ძალიან დიდი ბოროტება, რომელიც უნდა დავასრულოთ ამ ქვეყანაში. არის მიზანმიმართული მცდელობა, დათესოთ ნიჰილიზმი, მოატყუოთ ადამიანები.

გენერალზე გამახსენდა- მოდი გენერალს ჭორი გავუვრცელოთ, თითქოს მისი ქალიშვილი მსუბუქი ყოფაქცევის არისო, მაგრამ ქალიშვილი არ ჰყავს გენერალსო, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენ გავავრცელოთ წავიდეს და იმან იმართლოს თავიო – ამ პრინციპით მოქმედებთ თქვენ და ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Cesko