,,თბილისი პრაიდის” წარმომადგენელი, სამოქალაქო აქტივისტი ანი სუბელიანი:
,,სამარცხვინოა ტვ პირველის საქციელი ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ამბის გარშემო და კიდევ უფრო სამარცხვინოა, სამართლიან კრიტიკაზე მათი რეაქცია. არასდროს მერიდება და საკუთარი ტელევიზიის მიმართაც ვარ ყველაზე მეტად კრიტიკულიც კი, ასე რომ ამას ნუ შემომიტრიალებთ თუ შეიძლება! უნდა დასრულდეს ეს ერთ წრეზე ტრიალი და რეიტინგისთვის ყველაფრის კადრება! კეთილი ინებეთ ყველამ და გაიზუთხეთ გაშუქების სტანდარტები, ადამიანის უფლებები და იმოქმედეთ ადამიანის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით! ნუ მანიპულირებთ იმით, რომ დაჩაგრული ტელევიზიები ხართ. ეს ვერ გაგამართლებთ და ვერც სამართლიანი კრიტიკისგან დაგაზღვევთ.
ერთი მწარე ამბავია, რომელზეც ხმამაღლა არ მისაუბრია, იმიტომ რომ ვალდებული ვარ ნორმალური თანამშრომლობის შესაძლებლობები ყველგან დავტოვო. მაგრამ ახლა მძიმედ გამახსენდა. წელს თბილისი პრაიდის კვირეულის ანონსი როგორც კი გავაკეთეთ, სადაც მკაფიოდ ჩანდა, რომ მარშს არ ვატარებდით, ტვ პირველის ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს მაინც მომიწია ამ მოცემულობის დეტალურად განმარტება. მივხვდი რომ ეს არ იქნებოდა საკმარისი, ვესაუბრე კიდე ერთ ჟურნალისტს, პროდიუსერს და თავად ნოდარ მელაძეს. ყველა იყო ინფორმირებული დეტალებზე და გაფრთხილებული სარისკო ზონებზე გაშუქებისას. მიუხედავად ამისა, მათი პირველივე საინფორმაციო დაიწყო ჰედლაინით: “თბილისის ქუჩებში ღირსების მარში გაიმართება!!” დარწმუნებული ვარ, ინტონაცია ჩაგესმათ ყველას ყურებში, ესეც კონკრეტული სკოლაა. და ყველა კარგად ხვდება, ეს ერთი არასწორად გასული ნიუსი რად შეიძლება დაგვიჯდეს თემს და ყველას. მერე თავის მართლებები, რომ ბავშვი იჯდა კომპიუტერთან და ტექსტი არასწორად აკრიფა, აღარაფერს გვაძლევს მეგობრებო!”