„თუ პოლიტიკურ საფლავში გინდათ ჩასვლა – ნაცმოს პოლიტსაბჭო იქ გარანტირებულად ჩაგიყვანთ” – გულმხურვალე მომხრეები უკვე სააკაშვილსაც მიადგნენ

0
875
16 Views

ქიმიკოსი, ხათუნა აფაქიძე ექსპრეზიდენტის მისამართით შემდეგი სახის მიმართვას აკეთებს:

„ბატონო მიხეილ, თუ პოლიტიკურ საფლავში გინდათ ჩასვლა, მაშინ ნაცმოს დღევანდელი ცნობადი სახეები და პოლიტსაბჭო იქ გარანტირებულად ჩაგიყვანენ, მაგრამ გაწამებულ ქართველ ხალხს რას ერჩით?

700 000 მომხრეს რომ მტრად გიქცევს, იმ პოლიტსაბჭოს იქით ვერ ხედავთ პატრიოტ და პროფესიონალ, ქვეყნის ერთგულ ქართველებს ?

თქვენი მხარდამჭერების – 700 000 ხმით რომ აპრავებინებენ ივანაშვილს გაყალბებულ არჩევნებს, რომ უგრძელებენ “ოცნებას” სათავეში ყოფნას, რაც ქვეყნის დამონების და ოკუპაციის პროცესსის გაგრძელებას და 12 000 კოვიდით დაღუპულს უდრის, აი, ამ გამყიდვლებს ხვდებით ციხეში და ამათ ელოლიავებით და აქებთ?

ღირსეულ, ენერგიულ, ნიჭიერ, ნასწავლ და უანგარო ქართველებს ვერ ხედავთ საქართველოში?

თუ ვერ ხედავთ, ეს სიბრმავეზე მეტყველებს,

თუ ხედავთ და მაინც დისტანცირებული ხართ მათგან, ეს არ ვიცი რას ნიშნავს.

ჩათრევას ჩაყოლა არ სჯობს, ჩაყოლას არჩაყოლა სჯობს ეროვნული გმირისთვის.

პ.ს.ნაციონალური მოძრაობა რომ დღეს ოცნების კუდია და თავმჯდომარედ მელია ჰყავს ეს ხომ ფაქტია?“ – დაწერა აფაქიძემ.

Cesko