“წამებით მოკლეს, დაჩეხეს…ადამიანი, რომელსაც ამ ზიზღით და ჰომოფობიით სავსე ქვეყანაში უბრალოდ თავის ცხოვრებით ცხოვრება უნდოდა” – რას წერენ ბელგიაში მოკლულ ლიზა ქისტაურზე?

0
503
27 Views

ადვოკატი, მარიამ ჩხეიძე ბელგიაში მოკლულ ქართველ ტრანსგენდერ, ლიზა ქისტაურზე წერს და აღნიშნავს, რომ ის წამებითაა მოკლული.

“ლიზა ქისტაური მოკლეს ბელგიაში წლების წინ გავიცანი… მაშინ ჯერ მხოლოდ ბლოგერი იყო. ძალიან მაგარი იუმორის გრძნობით. ძალიან დადებითი, პოზიტიური და ყურადღებიანი ადამიანი იყო… ადამიანი რომელსაც ამ ზიზღით და ჰომოფობიით სავსე ქვეყანაში უბრალოდ თავის ცხოვრებით ცხოვრება უნდოდა და სხვა არაფერი. უნდოდა რომ თავისუფალი ყოფილიყო. არავინ იცოდა რის ფასად უჯდებოდა ეს ყველაფერი… უბრალოდ ადამიანი იყო რომელსაც თავისუფლება უნდოდა ზიზღით სავსე ქვეყანაში. ერთხელ იმ მილიონი შეტევიდან ერთ – ერთი იყო მის გვერდზე. მუქარა, ზემოდან გადავლა… ძალიან გავბრაზდი და იქ დავიცავი. რა თქმა უნდა ჩემზე გადმოინაცვლეს “კლავიატურის ლიომებმა”.. მალევე წაიშალა პოსტი. მივწერე ვიფიქრე დაიღალა და გავამხნევე. არაო. ეგენი შენ დაგიმახსოვრებენ და არაა უსაფრთხოო…

 წამებითაა მოკლული. ძალიან დადებითი ადამიანი რომელსაც უბრალოდ თავის ცხოვრებით ცხოვრება უნდოდა. წამებით მოკლეს, დაჩეხეს”, – წერს ადვოკატი.

წყარო : https://tia.ge/

Cesko