21 Views
საბერძნეთში ქართველი ახალგაზრდა, მეგი შელია დაიღუპა.
“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, გარდაცვლილი 30 წლის ქალია და საბერძნეთში ოჯახთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა. “სავარაუდოდ, მეგის ფილტვები გაეთიშა. საზარელი ტრაგედია დატრიალდა. სხვა დეტალები არ ვიცით”, _ გვეუბნება წყარო.
გარდაცვლილს მეუღლე და ხუთის თვის ბავშვი დარჩა.
“გურია ნიუსი” თანაუგრძნობს ოჯახს.