14 Views
რამდენიმე თვის წინ სპორტსმენი – ზურა ზვიადაური მამა გახდა. მისმა მეუღლემ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში იმშობიარა და წყვილს ნანატრი გოგო – მართა შეეძინა. მშობლები ბავშვის ფოტოს ამ დრომდე არ ასაჯაროებდნენ თუმცა, ოჯახის ახლობელმა საახალწლო მილოცვასთან ერთად მართას ფოტოც გააზიარა.
„პატარა პრინცესა გოგო, მართა ზვიადაური, გილოცავთ ყველას ახალ, 2023 წელს! მეც ვულოცავ ამ 17 წლის ნანატრს, უფლის ნაჩუქარ ანგელოზ გოგოს და ვუსურვებ 2023 წელს კიდევ ეზეიმოს ახალი წელი, სულ ჯანმრთელი და გახარებული“, – დაწერა ფოტოს აღწერაში ოჯახის ახლობელმა – დავით ავალიშვილმა.
2023 წლის მისალოც ტექსტებს ზვიადაურის მეგობრებიც შეუერთდნენ და მართას კეთილი სურვილები უსურვეს.
resonancedaily.com