“ეს პური მარილიანიაო?!” – რა მოხდა ახალი წლის ღამეს შოთის პურის რიგში

0
1371
25 Views

ზურაბ ნადირაძე:

“უბნის თონესთან, შოთის პურის რიგში ლოდინისგან ცოტა მოწყენილობა იყო და ერთმა მომხდურმა ქალბატონმა კარგ ხასიათზე დაგვაყენა, 12-15 კაციან რიგთან მედიდურად მოვიდა და სვეცკურად მოტეხილი მარჯვენა ხელის მტევნის საჩვენებელი თითით თონისკენ მინიშნებით იკითხა, – ეს პური მარილიანიაო?! (ნუ, თუ მარილიანია, რას ჭამთ ვაი თქვენს პატრონს უბედურსო, იგულისხმა) 🙄
აბა, იქ ამბავი ატყდა, ყველამ ერთმანეთს გადავხედეთ ალბათ იმის მოლოდინში, ვინ უფრო საკადრისად უპასუხებდა, ზედმეტად უხერხული სიტუაცია რომ მეტ-ნაკლებად რომ გაგველაითებინა 😉 . გვერდით სუპერმარკეტში გამოყოლილი ჩემი მეუღლე მაკა მედგა და ვიცი რომ მაგრად “ეკეტება” ასეთ გამოხტომებზე, მაშინვე მივხვდი, რომ იმ ქალს “არ აპატიებდა”, არც აცია არც აცხელა და, – კი მარილიანია ქალბატონო, მაგრამ ჩვენ უმარილო საცივში უნდა ამოვაწოთ და მაგით გავანეიტრალებთო 😉 😍
ის ქალი ცივად, უკომენტაროდ დაგვშორდა, იქ მდგომებმა კი სულ სიცილ-ხარხარით გავლიეთ რიგი, მერე ზოგმა რა თქვა, ზოგმა რა და კარგი განწყობითაც დავემშვიდობეთ ერთმანეთს ❤ 🙂
ბედნიერ, სიკეთით სავსე და კარგი განწყობების წელს გისურვებთ ❤
გარდამტეხი წელი ყოფილიყოს 2023 სრულიად საქართველოსთვის ❤“

Cesko