„გიზიარებთ ჩემს ომიკრონ-გამოცდილებას, იქნებ ვინმეს გამოადგეს…“ – რას წერს ეკა ანდრონიკაშვილი

0
683
125 Views

„გიზიარებთ ჩემს ომიკრონ-გამოცდილებას, იქნებ ვინმეს გამოადგეს! მათ, ვისაც 5 წლის ბავშვებიდან დაწყებული, საპენსიო ასაკის ოჯახის წევრებიც გყავთ. ვინაიდან ჩემი ოჯახის ყველა წევრს ჰქონდა და დიდი უმრავლესობა უკვე გარეთ გასვლადია, შემიძლია ფაქტები დავდო:“,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკატერინე ანდრონიკაშვილი წერს.

„უფროსებმა გადაიტანეს ადვილად, მაქს. 38-მდე სიცხით 1-2 დღე, ცოტა სახსრების და თავის ტკივილით, ცოტა სურდო, ცოტა ხველა…მოკლედ, არაფერი აუტანელი და მძიმე. იბუპროფენის დონეზე და ლიმონიანი სითხეების. სისუსტე, 1-3-4 დღე, ნამდვილად.

რომ მოვიდა-ვიგრძენი, რომ დაიწყო. რაღაც “სხვა” შეგრძნებაა მთელ ორგანიზმში, ვერ ვიტყვი, რომ რაღაც საშინელი, უბრალოდ-სხვა, აქამდე რომ არ გამომიცდია. დისკომფორტულ-უსიამოვნო.

ყველაზე უფრო გაუჭირდა ყველაზე პატარას, 5 წლისას. 3 დღე-ღამე აჯანჯღარა სიცხემ, წამლის ვადა გადიოდა თუ არა, უწევდა, თან უცბად, და საკმაოდ დიდ ხანს ვერ ჩამომყავდა. ბოლოს ძმრიანი ნასკებითაც კი ვირბინე 1 ღამე პარაცეტამოლი საერთოდ არ უგდებდა, მხოლოდ ობუპროფენი…3 დღის მერე დაეწია და წავიდა. აი ასე, უცებ. რომ წავა, ამით არ თავდება, შეიძლება დაბლა წავიდეს და 1-2 დღე დაბალი(35+) სიცხეები დატოვოს. ამ დროს უნდა დაათბუნო (საბნით, გრელკით, დედასთან ჩახუტებით) და ტკბილი თბილი სასმელები მისცე, თუნდაც შაქრიანი წყალი, ან კოკა-კოლა.

მოკლედ, მე-4 დღიდან, კრიზისი რომ გადაივლის, არ უნდა მოდუნდე, მაინც გაუზომო სიცხე შიგადაშიგ და სიმპტომების მკურნალობა ბოლომდე გააგრძელო…ეს უფროსებსაც ეხება. ტოვებს სისუსტეს, წნევას( მაღალს ან დაბალს), გულის აჩქარებას ან პირიქით, თავის ტკივილს…ყველაზე აბსოლუტურად სხვადასხვანაირად მოქმედებს და ვერავინ ვერ იტყვის ვისთან როგორ გაქანდება.

პირადად მე ვერც ვიწექი და ვერც თავს ვუვლიდი ბავშვის მაღალი სიცხეების გამო, დღეს აღმოვაჩინე,რომ უკვე მე-5 დღე მაქვს ეს კარგი არაა, მე მომიწია ესე. ვერც კომედიებს ვუყურე და ვერც ვიძინე დაზოგეთ ენერგია, 8 დღეში უკვალოდ არ მთავრდება! ხო, კიდევ-მე 8-9 დღეს კუდის მოქნევა იცის, შეიძლება 1 დღე სიცხით ან რამე სხვა დისკომფორტით…

112-ში დარეკვა თითქმის შეუძლებელია დასარეგისტრირებლად, რეკავ, აჭერ ღილაკებს, ისმენ, მერე უცებ გეუბნებიან “ყველა ოპერატორი დაკავებულია” და გეთიშება, hold—ზეც არ ჯდები რომ რიგმა მოგიწიოს.

სჯობს პორტალზე შეხვიდეთ და დარეგისტრირდეთ. ადვილია.

აი ვისაც კომპი არა აქვს, არც ციფრულ ტექნოლოგიებს ფლობს და საერთოდ, ასაკოვანია ან არ შეუძლია, თან კოვიდი აქვს და ცუდათაა…იმათ გამძლეობას და ღმერთის მფარველობას ვუსურვებ

დედაჩემი პირველივე დღეს დარეგისტრირდა და მე-8 დღეს ოჯახის ექიმს არ ჰქონდა დარეკილი, ნაცნობების ჩაწყობა დამჭირდა რომ დაურეკონ. ჩვენს შემთხვევაში ესე იყო.

კერძო დაზღვევა ვისაც აქვს, იმანაც ჯერ 112-ში უნდა დარეკოს დასარეგისტრირებლად.

ხო, ანალიზების მიმართვას ექიმი გაძლევთ( რომელიც რომ წესით დაგირეკავთ), და მერე მასვე მიუვა პასუხი, თქვენ არა( სახელმწიფო ვისაც უკეთებს უფასოდ), და მერე რომ მოიცლის, გაგაგებინებთ თქვენს პასუხებს.. ეს “ბუღალტერია” რაღას აჰკიდეს ამ საწყალ ექიმებს, არ ვიცი იმის მაგივრად, ყველას თავის მეილზეც მიუვიდეს.

მოკლედ, ძალიან ბევრი ხარვეზია და ეცადეთ ახლა არ გახდეთ ავად, ან ადრე ჯობდა, ან მერე . ცოტა ხანი 1-2 კვირა ბავშვებს თუ ბაღში და სკოლაში ფიზიკურად არ ატარებთ, არაფერი დაშავდება. თუ მაინც მოვიდა ომიკრონი, იქნებ ეს პოსტი რამეში დაგეხმაროთ.

ხო, და კიდევ: ყველანი აცრილები ვართ ბავშვების გარდა. დაბუსტულიც.

ჯანმრთელობას გისურვებთ, ღმერთი თქვენკენ!“,- წერს ეკატერინე.

Cesko