პარლმენტის წევრი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერსთაკო:
,,ყველაზე მეტად რაც
მიკვირს, ის კითხვაა , აი ახლა ცოტა ხნის წინ ერთი კარგი ნაცნობი რომ შემხვდა და მკითხა :” კაი რა თაკო, არ დაიღალეე?? გაატარე რა, იცხოვრე რააა, წადი შენს შვილთან კონცერტებზე , ხან ერთ ქვეყანაში ,ხან მეორეში, კარგი “ფეხზედამდგარი” ოჯახი გაქვს, რა გინდა მეტი?!”( ნუ რა “ჯანდაბა” გინდაო არ უთქვამს , მაგრამ ვფიქრობ იგულისხმა უთუოდ )ჰოდა ახლა ფეხით მოვუყვებოდი ქუჩას პირბადის გარეშე, ჰაერიც ჩავისუნთქე , ცოტა ღიმილისმომგვრელად “ცარიელი” კი ვარ ,ცოტა “იდიოტის ” შეგრძნებით, მართლა რა ” ჯანდაბა” მინდა ან ასე უსაშველოდ ქვეყნის სიყვარულიც რა “უბედურებაა” , აკი მითხრეს,როგორ უნდა მიყვარდეს , უნდა მიყვარდეს კი ბატონო “რეცეპტიც” გამომიწერეს ოღონდ : “ზომიერად უნდა გიყვარდესო”, ზომიერადო , ნაკლები ემოციითო, ცოტა ” ფეხებზე დაკიდებითო”, რა ვერ გაიგეო???
ჰოდა მე კიდევ …… ამ მამაჩემმა ეგრე არაო ბავშვობაში მითხრა ( სულ ჯანუკის ბრალია)ზომიერად არა ” განსაცვიფრებლადო” -გასაოცრადო -საკვირველადო, ასე მითხრა , მართლა ასე მითხრა: “მთავარი მაინც მამული არის, განსაცვიფრელად არის მთავარიო ” ჰოდა, კი დავდივარ ახლა ფეხით სუფთა ჰაერზე პირბადის გარეშე “გაღიმებული” ,უცნაური ” მორჩილების “შეგრძნებით, მაგრამ მაინც რა ” გამოუსწერებელი უბედურებაა”, რომ “განსაცვიფრებლად ” მიყვარს ეს ქვეყანა!”