სერბეთის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი

0
335
22 Views

კოსოვოს საზღვართან განთავსებული სერბეთის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი.  ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

შესაბამისი განცხადება სერბეთის თავდაცვის მინისტრმა მილოშ ვუჩევიჩმა გააკეთა. ასევე, სერბეთის შს მინისტრმა, ბრატისლავ გატიჩმა განაცხადა, რომ სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი პოლიცია და უსაფრთხოების ძალები. სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა შესაბამისი ოპერატიული გეგმა შეიმუშავა და ის შს და თავდაცვის მინისტრებს გადასცა.

როგორც თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს სერბეთს დაიცვას ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და სერბების ტერორი აღმოფხვრას.

სერბეთსა და კოსოვოს შორის კონფლიქტი მიმდინარე წლის ივლისში გამწვავდა. ის დაიწყო კოსოვოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რომელმაც ადგილობრივ სერბებს და საავტომობილო ნომრების გამოცვლა მოსთხოვა. ამის შემდეგ სერბებმა ბარიკადები აღმართეს და კოსოვო-სერბეთის დამაკავშირებელი გზები გადაკეტეს,.

ბოლო ინციდენტი კი 25 დეკემბერს მოხდა, როდესაც დაუდგენელმა პირმა ბლოკსაგუშაგოსთან ცეცხლი გახსნა. არავინ დაშავებულა.

Cesko