ცნობილია, როდის და სად შეხვდა პრეზიდენტი ანა წითლიძეს

0
3234
23 Views

საქართველოს პრეზიდენტი  „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს, ანი წითლიძეს დღეს, პრეზიდენტის სასახლეში შეხვდა. ირკვევა, რომ აუდიენცია ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი მოშიმშილე ანი წითლიძის  ჯანმრთელობის მდგომარეობით ძალიან იყო შეწუხებული. მისივე თქმით,  ანი წითლიძემ და სალომე ზურაბიშვილმა შიმშილობასთან ერთად,  ქვეყანაში შექმნილ მძიმე ვითარებაზე ისაუბრეს.

მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს, მისი მოწოდებაც იყო, არაერთი, რომ ანის შეეწყვიტა შიმშილობა”,- თქვა დეკანოიძემ.

ამასთან, დეკანოიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილს ამ წუთას ვერ და არ მართავს.

როგორც ცნობილია, ანი წითლიძემ შიმშილობა შეწყვიტა. განცხადება დეპუტატმა ექიმებთან და მის თანაგუნდელთან ხატია დეკანოიძესთან ერთად გააკეთა.

წითლიძემ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება ექიმების კატეგორიული მოთხოვნის საფუძველზე მიიღო. მას სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

“პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, მისი სხეულის მასა არის ძალიან დაბალი, ასევე დაბალია არტერიული წნევის მაჩვენებელი, შესაბამისად ქალბატონი წყვეტს დღეს შიმშილობას ჩვენი კატეგორიული მოთხოვნით”- ამბობს ექიმი.

წითლიძე მიხეილ სააკაშვილის გადარჩენისა და სამკურნალოდ დასავლეთში გადაყვანის მოთხოვნით, პარლამენტის შენობაში 12 დღე შიმშილობდა

წყარო: tvpirveli.ge

Cesko