“შეგიძლიათ თქვათ, თუ არ გაქვთ სააკაშვილის გათავისუფლების გეგმა” – “შეუძლებელია, ხალხო” – არსებობს თუ არა სააკაშვილის გათავისუფლების გეგმა “ენმ”-ში?

0
527
38 Views

“ენმ”-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია, მთავარი არხის ეთერში, ეკა კვესიტაძის კითხვებს პასუხობს.

ეკა კვესიტაძე:

-სააკაშვილის ბევრ ამომრჩეველს სჭირდება მკაფიო გეგმა, როგორ შეიძლება საქართველოს მესამე პრეზიდნეტი გამოვიდეს ციხიდან და გათავისუფლდეს. მესმის რომ არ არსებობს მზა რეცეპტი, მაგრამ თუ ხედავთ გზას, რითაც ეს შეიძლება მოხდეს და რა მიმართულებით მუშაობთ? აქ არის მთავარი პრობვლემა როგორც ვხედავ, შესაძლოა, ვიღაცას ქონდეს შთაბეჭდილება, რომ ბევრს არ აკეთებთ ამისთვის? შეგიძლიათ თქვათ ისიც, რომ ახლა არა მაქვს მისი გათავისუფლების გეგმა.

ნიკა მელია:

-გეგმა რას ნიშნავს? ციხეში მოხვედრილი კაცის ციხიდან გამოყვანის დღის კალენდარის გაწერა – შეუძლებელია, ხალხო. შეიძლება ერთ თვეში ვიხილოთ გარეთ, შეიძლება მოგვიანებით… სააკაშვილი აუცილებლად იქნება თავისუფალი…

ქვეყნის შიგნით, სააკაშვილის თავისუფლება, როცა ივანიშვილია მართვის სადავეებთან არის ძალზედ, ძალზედ რთული. სააკაშვილუი რომ არ იყოს ტყვეობაში, ისე რომ ჯერ კიდევ ბოლო დღეებს და თვეებს ითვლიდეს ივანიშვილი – ამის შესაძლებლობაც არის, ვნახოთ.

ოჯახის წვერებს შორის საუბარი ამაზე… არ მჯერა ასეთი ადამიანის მხარდაჭერის… ვეჯიბრებით ერთმანეთს, ვის უფრო მეტად უნდა საკუთარი მეგობრის ციხიდნა დახსნა? ვერ იქნება მზა რეცეპტი, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. გამოსავალია ბევრი ახალი ადამიანის მოზიდვა, ბევრი ახალგაზრდა, პარტიული ინფრასტურქტურის მშენებლობა და სწორი მომენტის დანახვა, სტრატეგიული ხედვა, შეიძლება ის, რაც ხვალ გვინდა, ზეგ გაკეთდეს… ჩვენი მიზანი ვადამდელი არჩევნებია? არა, ვადამდელი არჩევნები არის მიზნამდე მისასვლელი გზა.

Cesko