“საძინებელში კამერა დამიმონტაჟეს, თურმე ორი წელი იღებდნენ” – სოსო ჯაჭვლიანი

0
1743
42 Views

“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი ამბობს, რომ დეპუტატობის დროს, მის საძინებელში სათვალთვალო კამერა იყო დამონტაჟებული.

მისივე თქმით, კამერა 2015 წელს, ლუკა კურტანიძემ აღმოაჩინა.

“2015 წელს ლუკა კურტანიძე შემოვიდა პარლამენტში, ლუკას ვუთხარი, წამოდი ჩემთან სახლში, მაშინ ქუთაისში ვცხოვრობდით, ორი საძინებელი მაქვს, სამოთახიანი ბინა, რატომ დაიქირავო და წამოდი ჩემთან იყავი, როცა გინდა-თქო. დილას ლუკა მეძახის და მაჩვენებს ვიდეოკამერას, რომელიც დამონტაჟებულია, მეორე საძინებელშიც იყო ვიდეოკამერა. ორი წელი თურმე იღებდნენ, სოსო ჯაჭვლიანი რას საქმიანობს სახლში”, – განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა “tv პირველის” ეთერში.

Cesko