“ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, ამჟამად ტელეკომპანია “იმედთან” იმყოფება. მან სოციალურ ქსელში, დაწერა:
“TV Imedi ახლა ვნახე ტვ იმედის ანონსი, სადაც ნათქვამია – ხაზარაძე და ჯაფარიძე გვემალებიანო, საიდან მოიტანეთ? რა საჭიროა ასეთი ურცხვი ტყუილი? აქ ვარ, გელოდებით, თუ ინტერვიუს არ ჩამომართმევთ და ისე გაუშვებთ სიუჟეტს, კიდევ ერთხელ დაადასტურებთ, რომ დეზინფორმაციას ავრცელებთ, ტენდენციურები და მიკერძოებულები ხართ!
იმედია TV Imedi მომცემს პირდაპირ ეთერს, აქ ვარ და მზად ვარ ყველა კითხვას გავცე პასუხი, რა თქმა უნდა პირდაპირ ეთერში”
იგი ტელევიზიისგან ითხოვს პირდაპირ ეთერში ჩართვას, ტელევიზია კი მას სთავაზობს კომენტარის ჩაწერას, რაზეც, როგორც ჩანს, მამუკა ხაზარაძე უარს ამბობს და ტელეკომპანია იმედის შენობასთან მდგომი, იგი სხვა მედიასაშუალებებს ერთვება პირდაპირ ეთერი.