გიორგი კალანდიამ ტელეეთერში ისაუბრა იმ მძიმე დღეების შესახებ, რომელიც მან და მისმა ოჯახმა გამოიარა და დიდი გაჭირვების გაძლება მოუწიათ.
“ზვიადი ჩამოვიდა სამეგრელოში და მეც ზუგდიდში წავედი. ვთქვი, რომ სადაც ზვიადი იქნებოდა მეც იქ ვიქნებოდი. მამაჩემი არ არის. ეს ყველაფერი სრული ფიასკოთი დამთავრდა. თბილისში დაბრუნება, ეს ყველაზე მეტად დამამახსოვრდა. ერთ-ერთ სოფლამდე ფეხით მივედით, გაჩერდა მატარებელი და ავედით.
ყველაზე საშინელი ხდება მერე, ეს მატარებელი მივიდა სამტრედიამდე და ჩამოგვყარა. გვითხრეს, რომ აქედან სხვა მატარებელი წავიდოდა. იცი როგორ ცივა, ვერ გადმოვცემ. ძვალსა და რბილში ატანს. სიცივე, საშინელი მარცხი… რუსული ჯარები შემოვიდნენ, ზვიადი არ ვიცით სად არის… ჩემი და მარტოა თბილისში და მხედრიონი ცდილობს სახლში შეაღწიოს.
მე და დედა კარადაში შევიყუჟეთ. ჩამოდგა მატარებელი და დას გეფიცებით, მატარებლის ვაგონებს იმდენი ადამიანი მიაწყდა, რომ რხევა დაიწყო. მივედით ელმავალთან და დედა მძღოლს ევედრებოდა რომ შევეშვით. ორი დღე იარა მატარებელმა, მე და დედას ძალიან გვშია. მემანქანეს “სეტკიანი” ჩანთა ჰქონდა, რომელშიც შავი პური ედო. მეორე დღეა ფეხზე ვდგავართ და შავი პური ყველაზე ძვირფასია ალბათ. მახსოვს მე და დედაჩემი ამ პურს ვიპარავდით, რადგან ადამიანები ვიყავით და გვშიოდა. ახლა ვხვდები, რამდენად მძიმე იყო ეს ყველაფერი. მაშინ არ მესმოდა, რადგან ბავშვი ვიყავი”, – აღნიშნა გადაცემაში “ნოესთან” გიორგი კალანდიამ.