მამამ შვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შვილმა კი პოლიციაში დარეკა და მამა დააჭერინა – რა მოხდა რუსთავში

0
3720
23 Views

რუსთავში, შვილის შეურაცხყოფის გამო, მამა დააკავეს. “ინფო რუსთავის” ცნობით, იმ დროს, როდესაც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე კონცერტი მიმდინარეობდა, არასრულწლოვან შვილს 40 წლამდე მამამ დაურეკა და სახლში დროულად მისვლა სთხოვა. გოგონამ მშობელს რამდენიმე წუთით დარჩენა სთხოვა, რა დროსაც მამამ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამ ფაქტის შესახებ მოზარდმა პოლიციას აცნობა და ისიც უთხრა, რომ გასულ თვეში მას მამამ ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა.

სამართალდამცავებმა მამა ბრალდებულის სახით დააკავეს.

“ინფო რუსთავი

Cesko