„თურმე ასაკში მყოფი ადამიანებიც ასე არიან, პატარასავით სჭირდებათ ზრუნვა…” – რას წერს გივიკო დიდია?

0
412
26 Views

ცნობილი ბლოგერი, გივიკო დიდია, რომლის გვერდით გურიის შესახებ შესანიშნავ ვიდეოებს ამზადებს, ცნობილი ნათი ბებოს შესახებ ემოციურ პოსტს ავრცელებს სოციალურ ქსელში, რასაც არაერთი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

„ჩვენ ერთმანეთის იმედი ვართ

მეძებს. სულ მეძებს სად ვარ. სხვაგან წასული, მშვიდ გარემოში მყოფი, ბოლომდე ვერასდროს ვტკბები. ყოველთვის მასთან ვარ , სახლში ვარ ფიქრებით . ყველაფერს მიმალავს, რამე თუ შეაწუხებს. იცის ჩემი ისტერიკის ამბავი, ადამიანს რომ აღარ ვგავარ.

იცით, როგორ საჭიროებას ვგრძნობ ყოველ დღე, როგორც პატარა ბავშვს სჭირდება დედა, თურმე ასაკში მყოფი ადამიანებიც ასე არიან , პატარასავით სჭირდებათ ზრუნვა, სითბო და სიყვარული, მაგრამ უფრო მეტად სასიხარულოა, რომ ეს გოგო იმსახურებს, რაც დათესა იმას იმკის. უსასრულოდ მინდა, რომ იყო და მე ყველაფერზე უარს ვიტყვი, ოღონდ შენ მყავდე და გყავდე გვერდით , ერთმანეთის იმედად ნათი

პ.ს მაპატიეთ ჩემი სენტიმენტები”, – წერს გივიკო დიდია

Cesko