“ეს საბუთი თავადვე გადააღებინეთ ჟურნალისტებს… გიწერიათ პოლონიუმი და ეს იყო შეცდომა?” – გრიგოლია და ხაჭაპურიძე

December 21, 08:17
0
3393

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპური, ტვ პირველთან, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვებს პასუხობს.

ინგა გრიგოლია:

–აქამდე გვესმოდა საუბარი მძიმე მეტალზე, დარიშხანზე, შეგიძლიათ გვითხრათ, როგორ გადაიზარდა საუბარი პოლონიუმზე? მინიმუმ ნანახი ექნება ხალხს პოლონიუმით მოწამლული ადამიანის კადრები, მაგალითად, რუსეთის უშიშროების ყოფილი ოფიცერი, მომენტალურად ლიტვინენკო მახსენდება, თავისი გამოხატულად დამახასიატებელი სიმპტომებით. საიდანა გაჩნდა პოლონიუმის თემა ამ საქმეში?

შალვა ხაჭაპურიძე:

–დღეს ვიყავი ვივამედში, მესამეჯერ, თუ მეოთხეჯერ იყო გამომძიებელი მოსული და ითხოვდა ანალიზების აღებას, თავიდან ითხოვდნენ სისხლით ანალიზების აღებას, შემდეგ ავუხსენით, რომ სისხლით ამის განსაზღვრა, მძიმე მეტალების, გაიდლაინებით არ არის მიღებული და მიზანშეწონილი, როგორც ჩანს, მათ ჩვენი ეს პოზიცია გაიზიარეს, დღეს უკვე იყვნენ მოსულები რომ მომხდარიყო მძიმე მეტალებზე ანალიზების აღება უკვე თმის და ფრჩხილების მეშვეობით. ავუხსენით გამომძიებელს, რომ თმა იზრდება, იჭრი, რამდენჯერაც მოიჭრი, კვალი ქრება და 1 თვის განმავლობაშია კვალის აღმოჩენა თმაში შესაძლებელი. თითქმის ყველა ლაბორატორიას მივმართეთ საქართველოში და მივიღეთ პასუხი, გარკვეული ლაბორატორიული კვლევების ჩატარება საქართველოში არის შეუძლებელი. ამ განცხადებაზეა საუბარი და იქ, მე არ ვიცი, სამუშაო ვერსია გამოაქვეყნეს თუ არ ვცდები ჟურნალისტებმა, ამ განცხადებაში საუბარია რომ ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ შეიძლება იყოს სხვა ნივთიერებებიც, მაგრამ ეს კვლევები საქრთველოში არ ტარდება და რომც ტარდებოდეს, არ ვენდობით ქართულ ლაბორატორიებს.

ინგა გრიგოლია:

–ჟურნალისტებმა რაც გამოაქვეყნეს, რაზეც საუბრობთ, ხელმოწერა ახლავს თქვენი ამ საბუთს, ამბობთ, რომ მაღალი ალბათობით, მოწამლულია პოლონიუმით და გთხოვთ ჩაუტაროთ შესაბამისი მკვლევები. თავისთავად, პოლონიუმის თემამ გამოიწვია ეს.

შალვა ხაჭაპურიძე:

–არასწორად არის გაგებული, პოლონიუმის გარდა შეიძლება არსებობდეს ცეზიუმი და სხვა უამრავი მძიმე მეტალები, ჩვენ ვამბობთ, რომ სიმპტომები, რომელიც სააკაშვილს გააჩნია, შესაძლებელია, გამოწვეული იყოს იმით, რომ სხვადასხვა მომწამლავი ნივთიერებები შეიძლება იყოს მის სხეულში.

ინგა გრიგოლია:

–პოლონიუმი რომ დაწერეთ, პოლონიუმს არ გულისხმობდით? პოლონიუმი შეიძლება ადამიანის სხეულს გარეგნულად აყენებდეს უმნიშვნელო ზიანს, მაგრამ საკმარისია ადამიანის ორგანიზმში მისი უმცირესი დოზა მოხვდეს, რომ საწამლავის ზემოქმედება ადამიანის სიკვდილს იწვევს. მოდით მაშინ დავაკონკრეტოთ, თქვენ იმ საბუთში გიწერიათ პოლონიუმი და სხვა არ გიწერიათ – ეს იყო შეცდომა? ამას ამბობთ?

შალვა ხაჭაპურიძე:

–აგერ მაქვს ეს დოკუმენტი, აქ ვწერთ, ალბათობით, ალბათობაში იგულისხმება ეჭვი, მაგრამ ამერიკელი ექსპერტის, ბატონ სმიტის დასკვნაში საუბარი საერთოდ არ არის პოლონიუმზე, იგი ამჟამად რაზეც მუშაობს, ეს საკითხი არ წამოჭრილა, ეს არის გარკვეული საადვოკატო ვერსია, გამორიცხვის პრინციპით ამნაირი წერილები რამდენი გვაქვს ჩაბარებული, შეამოწმეთ ამაზე, შეამოწმეთ ამაზე და სხვადასხვა ნივთიერებებზე. ყველა სიტყვაზე, ყველა წერილზე , რომელსაც ვაგზავნით პენიტენციურ დაწესებულებაში, ვეყრდნობით მხოლოდ ექსპერტების მიერ გაცემულ დასკვნებს, არც ერთ საექპერტო დასკვნაში, მსგავს ნივთიერებებზე არ არის საუბარი. ხმამაღლა ვამბობ, ცალსახად, ხელში გვაქვს სერიოზული დასკვნა ამერიკელი ტოქსიკოლოგის, რომელიც ამბობს რომ მის ორგანიზმში აღმოჩენილი იქნა მძიმე მეტალები, გვაქვს ეჭვი, რომ შეიძლება იყოს სხვა ნივთიერებებიც, მაგრამ ეს კვლევები სამწუხაროდ არ ტარდება. ამას გულისხმობდა ეს წერილი.

ინგა გრიგოლია:

–ჩემ თავზე ვერ მივიღებ რომ მე რაღაც სხვა წავიკითხე – თქვენივე დოკუმენტში არის ხაზგასმით ამაზე საუბარი.

შალვა ხაჭაპურიძე:

–თუმცა, სხვა ვერსია ჩაბარდა, მაქვს ეს განცხადება ხელში, სადაც ვითხოვთ, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა იქნას გაცემული და სამედიცინო პერსონალს გააცანით–თქო, გთხოვთ გაატარეთ ზომები მისი სიცოცხლის გადასარჩენად და ა.შ. გარდა ამისა, ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო ვიდეოკადრების გადმოცემა.

ინგა გრიგოლია:

–ისეთ სერიოზულ თემებზე ვსაუბრობთ, რაც ითხოვს განმარტებებს, როცა ჟურნალისტებზე გადაგაქვთ აქცენტი, ეს საბუთი, თქვენ თავადვე გადააღებინეთ ჟურნალისტებს, თავისით არც ერთ ჟურნალისტს ეს არ მოუპოვებია, ისე არ უნდა გამოვიდეს თითქოს ჟურნალისტებმა რაღაც სხვა გამოაქვეყნეს და თქვენ სხვა რაღაც გქონდათ დაწერილი.

შალვა ხაჭაპურიძე:

–ჩვენ მაგ წერილით ვამბობთ რომ არსებობს სიმპტომები გარკვეული, არსებობს გარკვეული ეჭვი, მაგრამ ამის უარჰყოფა ან დადასტურება საქართველოში ვერ ხდება, აქედან გამომდინარე გაატარეთ ღონისძიებები, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნეს შენარჩუნებული და გადარჩეს მისი სიცოცხლე. ჩაატარებს ლაბორატორიულ კვლევას, არ ჩაატარებს, ექიმები რა მკურნალობას ჩაატარებენ – ამიტომაც ვითხოვთ ავადმყოფობის ისტორიას. ჩვენ არ გვინდა ეს საქმე იქცეს სპეკულაციის საგნად, არ ვგულისხმობ ჟურნალისტებს, საზოგადოებას ვგულისხმობ, ვივამედიდან სახლში მოსვლამდე ათასმა კაცმა დამირეკა და ვუთხარი ყველას, მასე არ წერია და სხვა ვერსია იგულისხმებოდა და თუ მასე წერია, არ ვიცი, რა დავუდევი ჟურნალისტებს, ძალიან დაძაბული ვითარება იყო.

 

Cesko