„ამას ისევ მარტო ქართულად ვწერ – არ მინდა, ქართველის გარდა, ვინმემ წაიკითხოს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ფეისბუქიდან გათიშულია. დღეს გამვლელმა ქუჩაში გამაჩერა
– „ბატონო არნო, თქვენი წერილი წავიკითხე – ორ სიტყვაში მთელი სიმართლის თქმას მარტო თქვენ თუ შეძლებდით, თანაც სხვა არავინ გაბედავდა. მაგრამ პირადად თქვენ, რას იზამდით, აღიარებდით აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას? თქვენი ანალიზის მიხედვით, ქართველებს სხვა გამოსავალი არ აქვთ, თუ არ ჩავთვლით ყველაფრის დინებაზე მიშვებას, როგორც დღეს“.
ვუპასუხე ამ კაცს, ის ხომ სინდისიერი და გულნატკენი ქართველი ჩანდა, დღევანდელობაში დაკარგული… დღეს, როცა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, მანდილოსანს, თაღლითობაზე იჭერენ, როცა გერმანიის კანცლერი სიამაყით აღიარებს, რომ მინსკის ხელშეკრულებაზე მან და საფრანგეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერეს პუტინის მოტყუების მიზნით, თორემ პირობების შესრულებას არ აპირებდნენ, ქართველები ვიჩაგრებით, რადგანაც ჩვენს ხელისუფლებას აფერისტობა მათ მსგავსად არ შეუძლია!
„და ძალის გამოუყენებლობაზე ხელშეკრულების ხელმოწერა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაა? – ვუთხარი იმ კაცს, ჩემს ერთგულ მკითხველს – დრონი მეფობენ და არა მეფენი! მთავარია ქართველმა ნებისმიერი ხერხით აფხაზეთში, მშობლიურ ქართულ მიწაზე დაადგას ფეხი, დანარჩენი – მეორეხარისხოვანია, დანარჩენი მერე ვნახოთ… ამერიკელებმა და რუსებმა ჭკუით როგორ უნდა გვაჯობონ ქართველებს?! რა გეხამუშებათ – რაღაც ფარატინა ქაღალდზე ხელის მოწერა – საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებაა?! მე იმ ქართველის დედა ვატირე და სახეში შევაფურთხე, ვინც აფხაზეთს და სამაჩაბლოს საქართველოდ არ აღიარებს, მაგრამ განა საქართველოს კონსტიტუციაში ცოტა სისულელე წერია – ქართველებსო აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ნატო უნდოდათო?! ვინ აქცევს ამას ყურადღებას, წერონ და იკითხონ! აფხაზეთს ისედაც რესპუბლიკა ეწოდა, როგორც აჭარას, ოღონდ ავტონომიური, ცხინვალს რაც შეეხება, ჩვენს ოს ძმებს ყველაფერი ოსური ჰგონიათ – აქაოდა, ლონდონიც ოსების დაარსებულია, „ლაკტადონ“ ოსურად ხომ „ცოცხალ წყალს“ ნიშნავსო! და მერე რა, რომ რუსეთმა ისინი დამოუკიდებლად აღიარა?! ქართულ მიწაზე ოსიც, აფხაზიც, სომეხიც, რუსიც და აზერბაიჯანელიც დამოუკიდებლები სულ იყვნენ და დღემდე თავისუფლად ცხოვრობენ! დამოუკიდებლებაც არის და დამოკიდებულაც, რა, ამ აღიარებით ქართული მიწა დიდი ბრიტანეთის გვირგვინის საკუთრებად მართლა ხომ არ გადაიქცა?!“.
დავემშვიდობე იმ კაცს, მაგრამ ჩემთვის ვფიქრობდი – ზუსტად ამას ხომ არ გულისხმობდა დიდი ჭაბუა, როცა „ჭკუით, ქართველებო!“ გვიანდერძა? მიშა ერთი წელია გვატყუებს – ვკვდებიო. რადგანაც დოქტორი დოტი და კოკაინი აკლია; რეინტეგრაციის მინისტრად, ანუ აფხაზეთთან და ოსებთან მთავრ მომლაპარაკებლად, „ბარბი“ გვყავს, ევროპაში ნამუშევარი ქალბატონი დიპლომატი, რომელიც დილით კრუასანს, შუადღისას – ლობსტერებს ჭიქა ბორდოთი და საღამოს ჟულიენს მიირთმევს… ან როგორ უნდა დაისვა თავზე აშშ-ს ელჩი, რომელსაც ვითომ ქართველებს შორის დაპირისპირება აწუხებს?! მსოფლიოს არ ახსოვს უფრო გახლეჩილი – ერთმანეთს დაპირისპირებული საზოგადოება, ვიდრე ამერიკაში! 600 ათასზე მეტი ამერიკელი დაიღუპა აშშ-ში სამოქალაქო ომში, თეთრები სულ ხოცავდნენ შავებს და ეს არ დამთავრებულა, როგორც ცოტა ხნის წინ ამერიკაში დატრიალებულმა მოვლენებმა გვიჩვენა! როგორც სტენდალი „წითელ და შავთან“ ასოცირდება, აშშ – თეთრისა და შავის მუდმივი დაპირისპირების სიმბოლოა და ამ ქვეყანას მშვიდობა არ უწერია! ამიტომაც ყველა სასწაული სტიქია ზუსტად რომ ამერიკას ურტყამს – ღმერთი სჯის… „რუსებს საქართველოს 20 პროცენტი აქვთ ოკუპირებული!“ – სულ გვიკიჟინებს კელი დეგნანი. და თქვენ რა გიხარიათ, ელჩი ხართ, თუ პროვოკატორი?! გაგიჟებულ ქართველებს ამის ყოველ დღე შეხსენება კიდევ გვინდა?! თვქნს ჭკუაზე რომ გვევლო და „მეორე ფრონტი“ რომ გაგვეხსნა, დღეს 100 პროცენტი იქნებოდა ოკუპირებული!
კიდევ ვამბობ – აფხაზეთში დაბრუნების გზა აფხაზეთიდან წასვლაზე ადვილი ნურავის ჰგონია, მაგრამ ეს გზა – ჩვენი და არა ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების გასავლელია, რადგანაც ყველაფერი ჩვენი ზღვარგადასული ემოციურობის და ამბიციურობის ბრალია, ჭკუა რომ დაგვრჩდილა!“, – წერს თავის ფეისბუქ-გვერდზე „საქინფორმი“-ს მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი.
13.12.2022
წყარო: saqinform.ge