„ჩვენი ოჯახის ისტორიაში ამ ურთულეს პერიოდს უნდა გავუძლოთ, მამაჩემის სიცოცხლე უნდა გადარჩეს“ – ედუარდ სააკაშვილი

0
636
21 Views

სტრასბურგში საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, სანდრა რულოვსი, ედუარდ სააკაშვილი, გიული ალასანია და ამერიკელი ადვოკატი ევროპარლამენტარებს შეხვდნენ.

შეხვედრის შემდეგ ედუარდ სააკაშვილმა მამის შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ შეშფოთებული ვართ სამედიცინო ანგარიშებით, ვხედავთ სიტუაციის გაუარესების სურათს. პატიმრობის დაწყებიდან მას არაჯეროვნად მკურნალობენ, მისი მდგომარეობა უარესდება. ჩვენი ოჯახის ისტორიაში ამ ურთულეს პერიოდს უნდა გავუძლოთ. გამოსავალი ძალიან მარტივია – რეალური ნაბიჯია, საქართველოს მთავრობამ მისცეს მას საზღვარგარეთ მკურნალობის კურსის გავლის საშუალება. რა მოხდება ჯერ განსაზღვრული არ არის, ეს დამოკიდებულია ყველა ჩვენგანზე, ადამიანებზე, რომლებიც თანხმდებიან, რომ მამაჩემის სიცოცხლე უნდა გადარჩეს. მაქვს იმედი, რომლის თვალსაზრისითაც ვამბობ, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ გარდაიცვლება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

Cesko