18 Views
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ უკრაინაში ე.წ. სპეცოპერაცია რუსეთისთვის „წარმატებით მიმდინარეობს“.
ისივე თქმით, რუსი ჯარისკაცები ფრონტზე „ახლა უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაში არიან“.
„ჩვენი ჯარები ასრულებენ ერთ-ერთ მთავარ ამოცანას – უკრაინის დენაციფიკაციას. ჯარების გადაჯგუფება მოხდა ფრონტის მთელ ხაზზე და არსებული ძალები უფრო წარმატებულ პოზიციებზე გადაიყვანეს. გარდა ამისა, შეიქმნა არმიის უკანა მხარდაჭერა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი ჯარები ახლა უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაში არიან, რასაც მოწმობს უკრაინის შეიარაღებული ძალების დამარცხება ფრონტის მრავალ ხაზზე და მათი უზარმაზარი დანაკარგები“, – აცხადებს კადიროვი.