„დაშვება იმისა, რომ მიხეილს აქ უმკურნალებენ, არის თავის მოტყუება“ – ნიკოლოზ სააკაშვილი

December 13, 07:50
0
353

მიხეილ სააკაშვილის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი სტრასბურგში ექსპრეზიდენტის ოჯახის წევრებისა და ევროპარლამენტარების შეხვედრას გამოეხმაურა.

მისი თქმით, თავის მოტყუებაა, რომ სააკაშვილს აქ უმკურნალებენ, ამიტომ მისი საზღვარგარეთ გადაყვანაა საჭირო.

„იმედი მაქვს, რომ დღევანდელი ვიზიტი სტრასბურგში, ევროპარლამენტის გადაწყვეტილება, აქტიური ჩარევა სხვა ქვეყნების ხელმძღვანელების შედეგს გამოიღებს. სახეზეა, რომ საქმე გვაქვს მოწამვლასთან, ლაპარაკია დარიშხანსა და სხვა მძიმე მეტალებზე. მას ციხეში ურტყეს და მეტალებით მოწამლეს, ამ ყველაფრის გამო, დაშვება იმისა, რომ ჩვენ მას აქ ვუმკურნალებთ, არის თავის მოტყუება“, – განაცხადა ნიკოლოზ სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

Cesko