“ვითარება უნდა დავძაბოთ… პარლამენტიდან რომ გამოხვალ რუსთაველზე და ისევ პარლამენტში რომ შებრუნდები, ვერ დაძაბავ ვითარებას” – მარგველაშვილი

0
576
25 Views

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, “ტვ პირველთან” ამბობს:

საზოგადოება ქუჩაში თუ გამოვიდა პოლიტიკოსების გარეშე, ესე იგი ჩვენ სამოქალაქო არეულობა გვაქვს და ღმერთმა დაგვიფაროს პოლიტიკოსების გარეშე საზოგადოების ქუჩაში გამოსვლისგან. ეს სხვა სტადიაა, როდესაც პოლიტიკური ლიდერების გარეშე, საზოგადოება თვითორგანიზებას აკეთებს, ეს ძალიან ცუდი სტადიაა. საზოგადოება გამოჰყავთ პოლიტიკოსებს. პოლიტიკოსები რომ რაღაცა კანონპროექტს განიხილავენ იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ჩასვამს ნიკა გვარამიას, ჟურნალისტს, აწამებს მიხეილ სააკაშვილს და როგორც მინიმუმ არ დაძაბავს სიტუაციას არათანამშრომლობით, ასეთი პოლიტიკოსი მიტინგს ვერ შეკრებს და ვითარებას ვერ დაძაბავს. პარლამენტიდან რომ გამოხვალ რუსთაველზე და მერე ისევ პარლამენტში რომ შებრუნდები, ვერ დაძაბავ ვითარებას. არც მიტინგზე არაა საუბარი, პოლიტიკურ დღის წესრიგის გარდატეხაზეა საუბარი.

ვერც ამ ელჩებს ვერ შემოტრიალებ შენ მხარეს, თუ დაინახავენ რომ შენ მათ უფრო უსმენ, ვიდრე შენ სინდსს და საზოგადოებას. რატომ შეძლეს ელჩებმა იმის გაკეთება, აბა, სიმშვიდე იყოს და ყველა შედით პარლამენტში, ასე ჯობია – რატომ შეძლეს? იმიტომ რომ ისინი ხედავდნენ რომ მათი პოზიცია ავტორიტეტულია. ქართველი პოლიტიკოსები უფრო მათ უსმენდნენ ვიდრე იმ კლასიკას, რაც არის დემოკრატია და რისიც თავად უნდა გჯეროდეს. უნდა მოესმინათ, მაგრამ უნდა ეთქვათ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყანა, რომლის დემოკრატიასაც ვაშენებთ ქართველები და ქურდობის გამამართლებლები არ ვიქნებით.

როდესაც გვგონია, ვინმე სხვა ქვენიდან ააშენებს შენ დემოკრატიას, შენ შენ ქვეყანას არ აშენებ. ვითარების დაძაბვა არის პრიორიტეტული ამოცანა. იმისთვის, რომ ძალიან დიდი თვითდაზიანებები არ მივიღოთ როგორც ერმა, ვითარება უნდა დავძაბოთ და ეს ვითარების დაძაბვა იმითი, რომ გამოხვალთ და აღშფოთებულები ისაუბრებთ, როგორა თქვა ეს ერთმა ირაკლიმ, ან მეორემ, ღმერთო ჩემო, ეს როგორ იკადრა – აი, ამითი აცხოვრებთ საზოგადოებას. პირველ რიგში – ლუსტრაცია, ვინც პარლამენტში დარჩებიან ეს იქნებიან პოლიტიკოსები, ვისაც უნდათ ქართული ოცნებისთვის ითამაშონ დემოკრატიის გამმართლებლის კვაზი ოპოზიციის როლი. უნდა მოხდეს რეალური ფრაგმენტაცია და გამოჩენა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ქმნიან ფონს ავტორიტატული რუსული რეჟიმისთვის და არიან ადამიანები, რომლებიც ამას არ აკეთებენ, არ აკეთებ იმიტომ რომ დასავლური არჩევანი აქვთ, არ აკეთებენ იმიტომ, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკოსები არიან. ამითი იწყება და შემდეგ უკვე პოლიტიკური ბრძოლის გაშლაა.

როდესაც არის კითხვა – როგორ? ხვალ და ზეგ? ორ დღეში უნდა მოხდეს? არ მოხდება ეს 2 დღეში, ძალიან ღრმად ვართ ავტორიტარიზმის ჭაობში. აქ ლაპარაკია წლებით ბრძოლაზე. გაიაზრეთ ის, დღეს რომ არჩევნები იყოს, ქართული ოცნება მოიგებს ამ არჩევნებს და ხვალ რომ არჩევნები იყოს, 24–ში რომ იქნება, მოიგებს, მოიგებს, იმიტომ რომ თუ გინდა შენ მოიგო, უნდა აჩვენო ხერხემალი და შეუგუებლობა.

პატივცემულებო, ვისაც გგონიათ რომ 2024 წლის არჩევნებზე მოიმატებს რეიტინგი, მარტივად, იმას დაგიწერენ, რასაც გადაწყვეტენ, იმიტომ რო ვითარება კიდევ უფრო ღრმად იქნება შესული. მარტივი ასარჩევია, ან შენ ქართულ ოცნებასთან ერთად აშენებ რუსულ სახელმწიფოს, რომლის პერსპექტივაში, თქვენ შვილებს და თქვენ, დიდი შანსი გაქვთ, თუ მანამდე უკრაინამ რუსეთი არ გადატეხა, დიდი შანსი გაქვთ, რუსებთან ერთად იბრძოლოთ უკრაინელების წინააღმდეგ და იმ გმირი ქართელების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს დღეს ხერსონთან და ბახმიტთან იცავენ, ან არადა… კიდევ ერთხელ შევხედოთ იმას, სადამდე მოვედით დღეს…

წყარო: “ალია”

Cesko