19 Views
უკრაინაში დაღუპული, ჯაბა ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიმართავს.
“ვასაფლავებ შვილს. მე თავის დროზე, სააკაშვილის დროს, არ მომწონდა ციხეებში რაც ხდებოდა. ხალხი კვდებოდა მაშინ. მე არ მომწონს, რომ ვინმე კვდება ციხეში. ჩვენ არავინ უნდა მოვკლათ საერთოდ ციხეში.
ახლა პირადად მინდა მივმართო სააკაშვილს, როგორც ჯარისკაცმა, რომელიც მთავარსარდალთან ერთად ქართული დროშის ქვეშ იბრძოდა. ბატონო მთავარსარდალო, ხანდახან ჯობია მოკვდე ციხეში, დილეგში, ვიდრე გარეთ იყო კარგად, ბედნიერად და თბილად. ეს არის ჩემი, როგორც მეომრის თქვენდამი მომართვა. გამოიჩინეთ სიმტკიცე, იდექით მყარად”. – ამბობს ხოფერიას მამა.
წყარო: Tia.ge