რუსულ ФСБ-ს მტკიცებით, დარია დუგინას მკვლელობა ნატალია ვოვკთან ერთად მოსკოვში ბოგდან პეტროვიჩმა დაგეგმა.
უწყების მტკიცებით, მან რუსეთის ტერიტორია დარია დუგინას აფეთქებამდე ერთი დღით ადრე დატოვა.
“შემდგომი ღონისძიებების დროს დადგინდა, რომ დარია დუგინას მკვლელობა ნატალია ვოვკთან ერთად მოსკოვში მოამზადა უკრაინული დივერსიული და ტერორისტული ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა, უკრაინის მოქალაქე ბოგდან პეტროვიჩ ციგანენკომ, დაბადებული 1978 წელს, რომელიც. ჩავიდა რუსეთში ესტონეთის გავლით 2022 წლის 30 ივლისს და დარია დუგინას აფეთქებამდე ერთი დღით ადრე დატოვა რუსეთის ტერიტორია“, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსული მედია წერს, რომ ციგანენკომ, სავარაუდოდ, ვოვკს ყაზახეთის ნამდვილი მოქალაქის, იულია ზაიკოს სახელით მისცა ყალბი სანომრე ნიშნები და დოკუმენტები და მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთში ნაქირავებ ავტოფარეხში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აწყობაში დაეხმარა.
„სათვალთვალო კამერების შესწავლის შედეგად დადასტურდა, რომ დანაშაულის ჩამდენი, უკრაინის მოქალაქე ვოვკ ნატალია პავლოვნა, დაბადებული 1979 წელს, პირადად აკონტროლებდა დარია დუგინას ტრადიციის ფესტივალის სტუმრების ავტოსადგომს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ კრემლის იდეოლოგის ალექსანდრ დუგინის შვილი, დარია დუგინა 20 აგვისტოს მოსკოვის გარეუბანში საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს.