Icis: ევროპაში რუსული თხევადი გაზის იმპორტი რეკორდულად გაიზარდა

0
536
24 Views

რუსეთიდან ევროპაში ბუნებრივი გაზი თითქმის აღარ მიედინება მილსადენებით, მაგრამ ევროპა განაგრძობს ათობით მილირდის ღირებულების ნედლეულის ყიდვას რუსეთიდან, თხევადი ბუნებრივი აირის სახით – ამის შესახებ სტატიას გერმანული გამოცემა Handelsblatt კვლევითი კომპანია Icis-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

“მას შემდეგ, რაც ევროკავშირი ახორციელებს ნავთობის ემბარგოს რუსეთის წინააღმდეგ, რუსული თხევადი ბუნებრივი გაზის იმპორტი ახალ მაქსიმუმს აღწევს. წინა წელთან შედარებით, ევროკავშირმა, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთიდან თითქმის 21 პროცენტით მეტი თხევადი გაზი იყიდა, ვიდრე უკრაინის ომის დაწყებამდე. ევროპაში თხევადი გაზის იმპორტის 13 პროცენტი ამჟამად რუსეთიდან მოდის – და ეს რაოდენობა სწრაფად იზრდება – განუცხადა Handelsblatt-ს Icis-ის ექსპერტმა ანდრეას შროდერმა. რუსული თხევადი ბუნებრივი აირის ნაწილი გერმანიაშიც უნდა ჩავიდეს. ფედერალურ რესპუბლიკას ჯერ არ აქვს საკუთარი აქტიური თხევადი გაზის ტერმინალი და შესაბამისად, ამჟამად ყიდულობს მეზობელი ქვეყნებიდან, როგორიცაა საფრანგეთი, ბელგია და ნიდერლანდები. ევროკავშირის წევრი ქვეყნები (პლუს დიდი ბრიტანეთი) ბევრს იხდიან რუსულ თხევად გაზში. უხეშად რომ ვთქვათ, იანვრიდან ნოემბრამდე მოსკოვში თითქმის 27 მილიარდი ევროს შემოდინება იქნებოდა შესაძლებელი. და ეს იმის მიუხედავად, რომ ჩვეულებრივი გაზის ნაკადები რუსეთიდან თვეების წინ თითქმის მთლიანად შეჩერდა“, – წერს გამოცემა Handelsblatt.

Cesko