“მე ყველაზე მაგარი და ვაჟკაცი მამაკაცების ქვეყნიდან ვარ!ორი უმაგრესი ბიჭის დედა ვარ! თქვენ, სად გაიზარდეთ, თქვე უდღეურო, უმამო, უძმო, უმეგობრო, უოჯახო კაცთმოძულე ქალებო?!” – ლალი მოროშკინა

November 28, 13:58
0
4004
მე ყველაზე მაგარი და ვაჟკაცი მამაკაცების ქვეყნიდან ვარ!
ჩემი წინაპარი ლევილშია დასაფლავებული…
თალეს შონია ეკლესია-მონასტრებში მატარებდა და ქართველობას მასწავლიდა, მამაჩემი ვიქტორი პირველი ქართველი გენეტიკოსია.
ზვიად გამსახურდიამ “მწვანე აგვინთო” 90-იანებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ჩასატარებლად,
ჩემი ქიზიყელი პაპის,ილო ვაჩნაძის სახელი დღემდე ახსოვთ კახელებს,
ჩემი სისხლი და ხორცი
ინსტიტუტში როინ მეტრეველი მასწავლიდა და მაყვარებდა სამშობლოს,
ჩემს ძმას Erekle Shonia -ს დახუჭული თვალებით სიცოცხლეს ვანდობ,
მამუკა ონაშვილთან,ზურა დოიჯაშვილთან,(გული მეწვის რომ ვერ გნიშნავთ ბიჭებოოო💔💔) Roma Rtskhiladze და Temo Rtskhiladze -სთან რამდენჯერ დაგვთენებია,
Zaza Marjanishvili და Giorgi Beridze – ციხის კარებთან მელოდებოდნენ…თუმცა ეს არც თუ უსაფრთხო იყო.
თავის დროზე ტელევიზიაში პირველად Mamuka Areshidze – მ დამაფრთიანა სწორი მეტყველება და სიუჟეტების კეთება მასწავლა, ზაზა დარასელმა მეორე არხის დიდ ოჯახს მაზიარა.
გოგი დოლიძე იმ ავბედითი დღის წინ ჩემი სტუმარი იყო!
რეჟიმს ერთად ვებრძოდით კოტე ინაშვილი, Kakha Kakhishvili , Soso Manjavidze , დიმიტრი ლორთქიფანიძე, მიხეილ ცილიკიშვილი, მალხაზ თოფურია Lasha Amire ლაშა ნადარეიშვილი, Gia Korkotashvili გიორგი უცნობი გაჩეჩილაძე და უამრავი ვაჟკაცი ბიჭი!!!!
ჩვენ თვალწინ მოგვიკლეს გურამ შარაძე,არადა წინა დღეს საკუთარი წიგნი წამიწერა…
დიახ,ჩემი თანამედროვე და დიდი გმირები იყვნენ მამია ალასანია,
ჟიული შარტავა,ჩემი კლასელები,უბნელები და ჯგუფელები!!!! ერთ დღეს მოკვდა და დაცარიელდა საქართველო!!!! შემდგომ კი ესტაფეტა ანწუხელიძეებმა აიღეს…
დიახ ის მარტო არ იყო!ანწუხელიძე- ომიდან არდაბრუნებული თითოეული ვაჟკაცია!
პატრიარქი კი თაკარა მზეში გახრწნილი ჩვენი ბიჭების გვამების პირველი ჭირისუფალი…
მე მიყვარს Robert Sturua – ს
“კავკასიური ცარცის წრე”, რეზო ლაღიძის
“თბილისო”, კახი კავსაძის
იორამი, ჩემთან ოჯახში ხელს შლიდა გივი სიხარულიძე,ახალ წელს კი თემურ წიკლაური თამადობდა….
ყველაზე ლამაზი ფოტო Badri Vadachkoria -იამ გადამიღო…
მე მიყვარს ქართული ჰიმნი და დროშა ,რომელიც გათანგული სპოტსმენების თავს ასე ამაყად ფრიალებს!!!!
სახლიდან რომ გამოვდივარ დავით ჭალო ჭალიძე მეკითხება,მეზობელო ხომ მშვიდობა გაქვსო….
უბნის ბიჭებს სალამს ვერ დაასწრებ…
მე იმდენი ადამიანი მიყვარს,რომ ჩემს გულში სიძულვილეს ვერავინ გააჩენს!!!!!
მე ორი უმაგრესი ბიჭის დედა ვარ!!!
თქვენ სად გაიზარდეთ თქვე უდღეურო,უმამო,უძმო,უმეგობრო, უოჯახო კაცთმოძულე ქალებო?
ეს რა ხდება ჩემს სამშობლოში,სადაც ბიჭიანობას თოფის გასროლით ხვდებოდნენ?
იქნებ ჟანგმოკიდებულმა თოფმა იცის ფასეულობების
აღრევა????
P.S.ვინც ამ მიზანმიმართულ,აღვირახსნილ პროპაგანდას ქართველი მამაკაცების წინააღმდეგ იზიარებთ,დაეთხოვეთ ჩემს სამყაროს.

დამნაშავე კი ყველა უნდა დაისაჯოს და აქ სქესი არაფერ შუაშია!!!!!

ლალი მოროშკინა; სოციალური ქსელი
Cesko