(ვიდეო) მანქანამ წასვლა ვეღარ მოასწრო და პირდაპირ მატარებელმა გაიტანა – ახლახანს უმძიმესი კადრები გავრცელდა

November 26, 19:05
0
910

აბაშის მუნიციპალიტეტში სატვირთო მატარებელი ავტომობილს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავტომობილის მძღოლს ძრავი ლიანდაგზე გადასვლის დროს ჩაუქრა, თუმცა მან მატარებლის მოახლოებასთან ერთად მანქანის დატოვება მოასწრო.

ადგილზე პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა.

ფოტო გარეკანზე: კადრი თამუნა მუსერიძის მიერ შემთხვევის ადგილიდან გავრცელებული ვიდეოდან.

Cesko