„გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე- ეს თაღლითობის მცდელობაა” – “მაგთიკომის” გაფრთხილება მომხმარებლებს

0
2143
30 Views

კომპანია “მაგთიკომი” საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მომხმარებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

“გარკვეულ ვებგვერდებზე შესვლისას შეიძლება მიიღოთ შეტყობინება ინფორმაციით, რომ თქვენ გახდით შემთხვევით შერჩეული იღბლიანი მომხმარებელი და მოიგეთ Apple iPhone 14, პრიზის მისაღებად კი ითხოვენ კითხვებზე პასუხის გაცემას.

ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

მაგთიკომი გაფრთხილებთ, რომ ეს თაღლითობის მცდელობაა, ინფორმაცია მოგების შესახებ მცდარია.

გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე და თქვენს პირად მონაცემებს ნუ გაუზიარებთ უცხო პირებს”, – წერია კომპანია “მაგთიკომის” მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ მომხმარებლებმა, გადამოწმების გარეშე, უცხო წყაროების ინფორმაციით არ ისარგებლონ.

“გაითვალისწინეთ, რომ ინფორმაცია მაგთიკომის გათამაშებებსა და კონკურსებზე ყოველთვის ვრცელდება ჩვენი ოფიციალური Facebook-ისა და ვებგვერდის საშუალებით.

არ ენდოთ უცხო წყაროებს გადამოწმების გარეშე!” – წერია განცხადებაში.

Cesko