“პოლიცია დამეძებს, საპატრიარქოდან გამოყვნენ… მაღაზიიდან ამოიღეს ჩანაწერები“

0
1176
31 Views

ხელოვანი ანდრო დადიანის ინფორმაციით, გუშინ, 17 მაისს საქართველოს საპატრიარქოსთან დადგმული ინსტალაციის გამო, არტისტ ანდრო დადიანს პოლიცია ეძებს

“პოლიცია დამეძებს, საპატრიარქოდან გამოყვნენ კამერების ჩანაწერებს, მოვიდნენ ჩემს სახლამდე, მაღაზიიდან ამოიღეს ჩანაწერები და იკვლევენ ჩემი ქცევის განზრახულობას. აქედან განვუმარტავ და გავუმარტივებ საქმეს მათ: – არაფერი მეგობრებო, ბინძური ძალაუფლების ცენტრები უნდა მოირყეს, უნდა დაკარგონ სოციალური, პოლიტიკური მნიშვნელობა, იმისთვის, რომ ჩვენი ჩაგვრა ვეღარ შეძლონ. ქართული ეკლესია არის ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, ადამიანის და ცხოვრების მოდერნულობის ყველაზე დიდი მტერი, მაგრამ ამის მიუხედავად მათ გაჟლეტას კი არა, უბრალოდ მათთან ზურგშექცევით დგომაში ვხედავ გამოსავალს. ამათმა მოკლეს ყველაფერი ახალი აღთქმისეული ეკლესიურ ცხოვრებაში და არაფერი გვესაქმება ასე ღვთივგანძარცვულ შენობებში არქიტექტურის ინტერესის გარდა. ხშირად უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ მათზე, რომ უფრო და უფრო მეტი არგუმენტი გვქონდეს ამ ღმერთის გამანადგურებელი ინსტიტუციისგან განდგომისთვი. ვუყუროთ ვინ ახვევია მათ გარს, რა სურვილებით, როგორი ლექსიკით, რა არგუმენტებით ამაგრებენ თავიანთ “სულიერ ტაძარს” და მოვლენათა ჯაჭვის მარტივი, მიზეზ-შედეგობრივი ანალიზიც დაალაგებს ჩვენს მიმართებებს მათთან. რამ გამაკეთებინა ეს ინსტალაცია, ამის შესახებ პირად სენტიმენტებს არ მოვყვები, ჩემი თანაგანცდა და წარმოდგენა არ ჭირდება მათი ბინძური, სასტიკი ძალის აღქმას სამწუხაროდ. ვიცი, რომ ყველას თქვენი წილი ჩაგვრა და ძალადობა გაქვთ განცდილი პირდაპირ თუ ირიბად ამათგან. ამ ინსტალაციის და ჩემი მიზანი სრულიად მარტივი იყო, – კიდევ ერთხელ, ცოტა ხნით გვეფიქრა ამ უსინდისოთა უსინდისობებზე, გაგვემტკიცებინა ჩვენს ცხოვრებაში მათი ამ ფორმით საჭიროების არარსებობა და გაგვეგრძელებია ცხოვრება.” – წერს ანდრო დადიანი

Cesko