31 Views
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, ოდესაში ბინას ყიდის. გამოცემა strana აღნიშნავს, რომ ოროთახიანი ბინა არის ბოლო სართულზე, მანსარდით და ხედით ზღვისკენ. უკრაინული გამოცემა სააკაშვილის ბინის ფოტოებს ექსკლუზიურად აქვეყნებს.
როგორც strana წერს, ბინის საბაზრო ფასი, დაახლოებით, 200 ათასი დოლარია, თუმცა სხვა საკითხია, რამდენად გაიყიდება ის ახლა, რადგან ომის პერიოდში ბინების ფასი უკრაინაში მკვეთრად დაცემულია. ასეა თუ ისე გაჩნდა ეჭვი, რომ სააკაშვილის ოჯახს ფული შემოაკლდა.