საბერძნეთში, ძარცვის ბრალდებით, საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, მძარცველებმა სულ მცირე 35 სახლი გაქურდეს.
გარდა ამისა, დაკავებულებმა საბერძნეთში ავსტრალიის არქიეპისკოპოსის ბინაც გაძარცვეს.
პოლიციის მიერ ამოღებულია ფული, რამდენიმე მანქანა, ცეცხლსასროლი იარაღები, ნარკოტიკული ნივთიერება, კომპიუტერები, მობილური ტელეფონები, სიმ-ბარათები, ჩანთები, ნახატები, საათები, ჭურჭელი, სხვადასხვა ქვეყნის ბანკნოტები, ქვითრები და სხვა ნივთები.
დაკავებულია კიდევ სხვა 13 პირი, გამოძიება დამნაშავეთა გამოვლენის მიზნით გრძელდება.
სხვა ახალი ამბები:
თედო ბექაური ემოციურ წერილს აქვეყნებს – რას წერს “ცეკვავენ ვარსკვლავების” გამარჯვებული
სწავლის დაფინანსება, ფულადი პრიზი და უამრავი სიურპრიზი – ნახეთ რა საჩუქრები გადასცეს თედო ბექაურს
ტრაგედია: გოგო მე-8 სართულის აივნიდან გადმოვარდა! – ცნობილია ვინ არის გარდაცვლილი და რას წერენ მასზე
“მზად ვარ, ყველაფერი დავტოვო..” – რას აცხადებს ნინო ნადირაძე?