საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

November 15, 09:04
0
217

თბილისში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა.

პოლიტიკურ კონსულტაციებს თანათავმჯდომარეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მნაცაკან საფარიანი.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და სომხეთის ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიური დღის წესრიგი, ისაუბრეს აქტუალურ საკითხებზე სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანზიტო და სატრანსპორტო, კულტურული და ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავების მიმართულებით. ასევე, საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და აღნიშნეს სტაბილურობის მნიშვნელობა მდგრადი და მშვიდობიანი განვითარებისთვის.

ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობას. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ტრადიციულად მეგობრული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებასა და განვითარებას.

Cesko