გიორგი ფხაკაძემ სააკაშვილს სათქმელი პირდაპირ მიახალა: „მერე რა, რომ პრეზიდენტია…“

0
1860
215 Views

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს და სვამს კითხვას, რატომ არ იკრიბება სხვა პატიმრების შემთხვევაში ამდენი კონსილიუმი:

„მერე რა, რომ პრეზიდენტია. სხვა პატიმრებმა რა დააშავეს? რატომ უნდა იყვნენ პრივილეგირებული ადამიანები?!

არც ერთი ადამიანი არ მინდა, იყოს ციხეში… სააკაშვილი პრეზიდენტია, მაგრამ ის არის პატიმარი. სხვა პატიმრებმა რა დააშავეს? სააკაშვილს სჭირდება სრულყოფილი სამედიცინო დახმარება და სხვა პატიმარს არა?! ამდენი კონსილიუმები სხვა პატიმრებზე რატომ არ არის?! რამდენი პატიმარი გარდაიცვალა ციხეში, იმიტომ, რომ…

მე, როგორც ექიმმა, თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი. მე მეგონა, რომ სააკაშვილი, როგორც ოპოზიციის ლოკომოტივი, იტყოდა, რომ გორში და საზღვარგარეთ გადაყვანა კი არა, დავრჩები რუსთავის ციხეში და მოვითხოვ, ყველა პატიმრისთვის იყოს გაუმჯობესებული პირობები, იყოს საუკეთესო სამედიცინო სერვისი მოწოდებული… ჩემი საქმე არ არის, სააკაშვილი მართალია თუ არა…

ამდენი ადამიანი მხარს გიჭერს, ოპოზიციის ლიდერი ხარ, მოითხოვე, რომ გაკეთდეს ისე, რომ ციხის საავადმყოფო საუკეთესო იყოს საქართველოში…ეს ვერ დავინახე… მერე რა, რომ პრეზიდენტია. სხვა პატიმრებმა რა დააშავეს? რატომ უნდა იყვნენ პრივილეგირებული ადამიანები?!“ – წერს გიორგი ფხაკაძე.

Cesko