34 Views
„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდაპარტიული დაპირისპირება გრძელდება. ორად გახლეჩილი პარტიის სამომავლო პერსპექტივებზე მმართველი გუნდის წევრებმა ისაუბრეს. როგორც კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის პირასაა, რაც მოსალოდნელიც იყო.
„არის აბსოლუტური მორღვეულობა, ჩამოშლილობა, დაპირისპირება და რღვევა, რაც მოსალოდნელი იყო, რადგან ამდენ ხანს ლიდერი ვერ გამოიკვეთა და რეალურად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი თავი ამოწურა და შეჭამა. ამის შედეგებს იმკიან ისინი დღეს“, – განაცხადა წულუკიანმა.