„გული ერევა უკვე ჩვენზე ყველას, მთელ მსოფლიოს“ – ნინო ჯანგირაშვილი

0
1662
20 Views

„კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ “სიბრძნეს” ავრცელებს:

„დასავლეთმა ომის დაწყების შემდეგ აკრძალა ფრენები რუსეთიდან, უარი უთხრა რუსებს დასავლური სიკეთეებით სარგებლობაზე, ევროპებში სეირნობაზე, მათ შორის ფუფუნების საგნების მიყიდვაზე, დასავლური წარმოების ავტომობილების ექსპორტზე და ა.შ. რიგით რუსებსაც უთხრეს ყველგან, რომ არ არიან სასურველი სტუმრები. დასავლურმა კომპანიებმა მილიარდიანი ზარალი ნახეს, მაგრამ ეს არის გადაწყვეტილება აგრესორის დასასჯელად. რა გავაკეთეთ ჩვენ: მორალური მხარე იქით გადავდოთ, გადავწყვიტეთ რომ ყველაზე ჭკვიანები, მარიფათიანები ვართ და ამ სიტუაციით უნდა ვისარგებლოთ. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ აკრძალულ პროდუქტს ვაწვდით რუსებს (გუშინწინ ეკონომიკის მინისტრმა აღიარა ბრიფინგზე, რომ საქართველოდან რუსეთში მანქანების რეექსპორტი ისევ ხდება და პარტნიორებს თხოვენ გაგებით მოეკიდონ ამას), აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ პირდაპირი ფრენები აღვუდგინეთ რუსებს, ახლა “ევროპაში ფანჯარასაც ვუჭრით.“ თურმე გაიაშვილია ყველაზე მარიფათიანი კაცი მსოფლიოში და გადაწყვიტა რუსები, რომლებიც ყველგან კეთროვანები არიან, თბილისის გავლით აფრინოს ნიცაში. გული ერევა უკვე ჩვენზე ყველას, მთელ მსოფლიოს. არავის აღარ ჯერა, რომ ამას ჩვენი ხელისუფლება აკეთებს და უი, ხალხს არ გვინდა, არაფერ შუაში ვართ. აღარანაირი სიმპათია, ემპათია საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ აღარ არსებობს. უსაშინლეს ტიპებად გვთვლის ყველა. და დაგვსჯიან, ძალიან დაგვსჯიან. ისე დაგვსჯიან, რომ არათუ ევროპაში ცხვირს ვეღარ გავყოფთ, სარეცხი მანქანის და უთოს შოვნაც კი შეიძლება სანატრელი გაგვიხდეს. მეტი საქმე არ აქვს დასავლეთს რუსეთის დასუსტებაზე დადებული ამხელა ფსონები საქართველოს ჩამოაშლევინოს. სინდისი თუ არ გვაქვს, ტვინი მაინც როგორ გაგვეყინა ასე?“

Cesko