გოგი წულაიას ქვეყანაში დაბრუნებისთანავე დააკავებენ – რა სასჯელი დაუწესა სასამართლომ პოლიტიკოსს?

0
603
23 Views

პოლიტიკოს გოგი წულაიას გახმაურებული სასამართლო პროცესი დასრულებულია – სასამართლომ მას ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ავდოკატი, ვალერი გელბახიანი, მედიასთან ამბობს:

„ბატონ გოგის ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით, რაც იყო სექსუალური ძალადობის სხვაგვარი ფორმა, ამ ნაწილში სასამართლომ ის გაამართლა.

რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლს, ძალადობით მიყენებული სხეულის დაზიანება, სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო და ამ მუხლის პირველი ნაწილით მას მიესაჯა ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა. ვინაიდან მას ოთხი თვე უკვე მოხდილი აქვს საპატიმროში, დარჩენილი აქვს ორი თვე. სასამართლომ გააკეთა განმარტება, რომ მას არც ამ ორ თვეს მიუსჯიდა და გაითვალისწინებდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, თუმცა, ვინაიდან ის იმყოფება საზღვარგარეთ, ჩაითვალა, რომ ეს იყო სასჯელისთვის თავის არიდებაა და ამიტომაც მიესაჯა ორი თვე“

ცნობისთვის, წულაია ამ დროისათვის უცხოეთში იმყოფება.

Cesko