პრეზიდენტი ზურაბიშვილი ახალ სიურპრიზებს უმზადებს საქართველოს!
ყველაფერი უკავშირდება ევროკავშირის 12 პუნქტიანი დავალების შესრულებას, კონკრეტულად კი ამ პროცესიის გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისთვის. მიუხედავად იმისა , რომ ამ მოთხოვნების ზოგიერთი ფორმულირება ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებს, ხელისუფლებამ მაინც მიიღო გადაწყვეტილებები , რომ ევროკავშირის მოთხოვნები შეესრულებინა. სააკაშვილის „ნობათებს“ დაჩვეული ზოგიერთი ევროპარლამენტარი და ევროკავშირში მომუშავე თანამდებობის პირები ამ პროცესს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ და მოთხოვნების შესრულების შუალედურ რეზოლუციას ამზადებენ. სადაც შეეცდებიან, 9 მილიონის მიმთვისებელი “პიჯაკოსანი“, ტეროტორიების რუსებზე მჩუქებელი, სტრატეგიული ობიექტების ოკუპანტებზე მიმცემი, მოძალადე „დემოსის შუქურა“ სააკაშვილი, პოლიტ-ჩაგრულად გამოაცხადონ!
ნაც-ევროპარლამენტარების პროვოკაციას, ზელენკის ხელისუფლების წარმომადგენელთა სამხედრო ჩარევით და სანქციებით მუქარას, საქართველოს მეხუთე კოლონის ქმედებას, ახლა შეიძლება პრეზიდენტ ზურაბიშვილის სიურპრიზი დაემატოს! სალომე ზურაბიშვილი ახლა ევროპაში იმყოფება, ხვდება იქაურ ლიდერებს და ახალ ინსტრუქციებს იღებს. მას არ გაუჭირდება გადათქვას თავისი ნათქვამი “არ და არასდროს“ და პოლიტიკური შეწყალებების ახალი კასკადი გამოაცხოს. პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეწყალებას, პირადი მოსაზრებებით და პოლიტიკური დავალებებით აკეთებდა , ეს პროცესი არასდროს არ ყოფილა დაკავშირებული სამართლიანობის აღდგენასთან. ქალბატონი სალომე განაწყენებულია მმართველ გუნდზე, რომელმაც ვერ დააფასა მისი „უნიკალურობა“ და არ ექნება მორალური უხერხულება განაცხადოს, რომ გადაწყვეტილებას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ღებულობს. მოსალოდნელი გართულების შეფასებისთვის, ჯერ ტვ „მთავარის’ დირექტორს შეიწყალებს, შემდეგ კი „ყოვლის მშენებელი“ სააკაშვილით დაკავდება. რას მოიმოქმედებს პრეზიდენტი ამ დღეებში გაირკვევა, მით უფრო პარლამენტარების მიმართვა მაგიდაზე უდევს!
შეიძლება ირონიით ვუყუროთ ამ პროცესს, მაგარმა ფაქტია რომ საქართველოს სუვერენიტეტზე შემოტევა გრძელდება. რუსეთს თუ რაიმე საფრთხე შეექმნა , დაბომბვის საშიშროება გვექმნება, ხოლო დასავლეთი სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო მორჩილებას გვაიძულებს! ხელისუფლებას სტრატეგია აქვს შესაცვლელი, „დასავლელ“ ჩინოვნიკებთან და ლიდერებთან , რომლებიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებების ფორმირებაში არიან ჩართულნი, უშუალო მუშაობა უნდა გააქტიუროს, რომ ვაშინგტონმა და ბრიუსელმა საქართველოს მიმართ სამართლიანი და პარტნიორული ურთიერობა ჩამოაყალიბოს!
პრეზიდენტი ზურაბიშვილი ახალ სიურპრიზებს უმზადებს საქართველოს! – ლევან მამალაძე
21 Views
ლევან მამალაძე; სოციალური ქსელი