„დედა ცდილობს ნაქურდალის გასაღებას!“ – რა ხდება ქუთაისში

0
525
25 Views

ქუთაისში  ბოლო დღეებში რამდენიმე ბიზნეს ობიექტი გაიქურდა. ფაქტები უმეტესწილად არასრულწლოვანთა მიერაა ჩადენილი, რასაც მოწმობს კიდეც გავრცელებული ვიდეო კადრები. მოქალაქეები მომხდარს დასუჯელობის სინდრომს უკავშირებენ, რადგან არასრულწლოვანთა მიმართ კანონი შედარებით  ლმობიერია:

„სამწუხარო რეალობის წინაშე დავდექით!

დაუსჯელობის სონდრომი შეეყარა არასრულწლოვანი ბავშვების ერთ ნაწილს, ამით ისარგებლეს ზოგიერთებმა და მათი ,,დამრიგებლები” გახდნენ, უარესი ისაა, რომ მშობლებიც ჩართულები არიან ამ საქმეში, ტრაგედიაა ის, რომ დედა ცდილობს ნაქურდალის გასაღებას!!!

ძალიან ბევრი ,,ობიექტი”გაიძარცვა ქალაქის ცენტრში სავაჭრო, კვების, საყოფაცხოვრებო და ა.შ.

უამრავი ვიდეოფაქტი არსებობს, რადგანაც არ ერიდებიან ვიდეო კამერებს! უფროსები, რომ დგანან ამ ბავშვების უკან და ნავარჯიშებიც არიან კარებების გაღებაში ფაქტია, შემიძლია დავდო ვიდეო, თუ როგორ გააღეს ორი ობიექტის კარები მესხიშვილის თეატრის გვერდით მდებარე ე.წ ,,პასაჟებში”

ვსვამ კითხვას, რა ზომებს მივმართოთ? ვინ მოაგვარებს ამ პრობლემას (ეს მარტო ქუთაისის პრობლემა არაა, საქართველოს ბევრ ქალაქში ხდება იგივე!)” – წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.

წყარო: mega tv

Cesko