თბილისში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდება – მედია

November 4, 11:42
0
310

თბილისში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება, რაც ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში შეიძლება მოხდეს. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.

როგორც სომხური გაზეთი „ჰრაპარაკი“ იუწყება, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ხელს მოაწერენ სამშვიდობო ხელშეკრულების ე.წ. „დასავლურ ვერსიას“ და თბილისის არჩევანი შემთხვევითი არ არის, რადგან საქართველო „რეგიონში დასავლეთის ინტერესების მთავარი ოპერატორია“.

გაზეთ „ჰრაპარაკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ერევნის, ბაქოსა და თბილისის ოფიციალურ სტრუქტურებში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

 

Cesko