1,875 Views
თბილისში, ზაქარიაძის ქუჩაზე, უბედური შემთხვევის შედეგად 11 წლის მოზარდი დაიღუპა. არსებული ინფომაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ბავშვი ველოსიპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც დაღმართზე ამოტრიალდა და დაიღუპა.
“ზაქარიაძეზე მოხდა ეს ყველაფერი.. მანდ გავდიოდი ზუსტად ეს ამბავი რომ მოხდა. ველოსიპედით მოდიოდა ბავშვი დაღმართზე, ძალიან ჩქარა. სასწრაფომ ვერ უშველა. ერთი 10-15 წთ ხელოვნურ სუნთქვას უკეთებდნენ… ისეთი საშინელი სურათი იყო. ყველანი ვიყავით გამოსულები მანქანიდან და ვტიროდით,” – წერს თვითმხილველი სოციალურ ქსელში.