“რომ არა პუტინი, სომხეთი და სომხები არც კი იარსებებდით” – მარგარიტა სიმონიანმა სომხებს მიმართა

0
693
20 Views

რუსმა ჟურნალისტმა, მარგარიტა სიმონიანმა ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემის ეთერში სომხებს მიმართა და განაცხადა, რომ პუტინის გარეშე, არც სომხები და არც სომხეთი არ იასებებდა.
„იმედია, სომხები არ მოიქცევიან უკრაინელებივით, რომლებიც აზიანებენ ეკატერინე დიდის ქანდაკებას, რომელმაც სხვათა შორის, დააარსა ოდესა. იმედია სომხებს ახსოვთ, როგორი იყო სომხეთი რუსეთის შემადგენლობაში და რა იქნებოდა, ეს ასე რომ არ მომხდარიყო. ის უბრალოდ არ იარსებებდა, არც ფიზიკურად, არც კულტურულად. გაგახსენებთ დიდი სომეხი პოეტის ჰოვანეს თუმანიანის სიტყვებს: მე არ ვიცი რამდენად სჭირდება რუსეთს კავკასია, მაგრამ კავკასიას რუსეთი ძალიან სჭირდება. მინდა გაგახსენოთ სომხებს ეს 44 დღიანი ომი, მოგეხმარნენ ფრანგები? ამერიკელები? რომ არა პუტინი, არც სომხეთი და არც სომხები არ იარსებებთ. ამიტომ ეს ძალები, ვინც სომხეთს ექაჩება ვაშინგტონისკენ, ანალიზს უკეთებს ამ ქვეყნის ისტორიას?” – თქვა სიმონიანმა.

Cesko