ვის დაუდგება ტკბილი ნოემბერი? – სასიყვარულო პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

November 2, 23:30
0
489

გაინტერესებთ, როგორ აეწყობა თქვენი სასიყვარულო ურთიერთობები ნოემბერში ? გთავაზობთ სასიყვარულო ჰოროსკოპი თორმეტივე ნიშნისთვის. მაშ ასე:

♈ვერძი – ძვირფასო ვერძებო, ახლა თქვენ იმ ცხოვრებით ცხოვრობთ, რომელიც დიდი ხნის წინ დაგეგმეთ. ის ფაქტი, რომ თქვენი ოცნებები რეალობად იქცა, არის მტკიცებულება, რომ წინ კიდევ მრავალი სასწაული გელოდებათ. ამიტომ, მოემზადეთ ნოემბრის თვისთვის! ზოგიერთი თქვენგანისთვის ეს თვე, შესაძლოა, დიდი ამბების მომტანი იყოს.

თუ ურთიერთობაში იმყოფებით, დიდი შანსია, რომ ოჯახური მოვალეობებისთვის დაიწყოთ მზადება. უბრალოდ დარწმუნდით, რომ ეს ისაა, რაც ნამდვილად გინდათ და არა ის, რასაც თქვენგან ელოდებიან. ხოლო თუ მარტოხელა ხართ, გახსენით გული და ნება მიეცით ადამიანებს სულიერად დაგიკავშირდნენ. დაიმახსოვრეთ, ამ თვიდან, ნამდვილი სასწაულები დაიწყება!

♉კურო – ბუნებაში ყველაფერი იცვლება და გარდაიქმნება. ასეთია ცხოვრების წესი. თქვენ არ ხართ იგივე ადამიანი, როგორიც გუშინ იყავით და ეს თქვენი ყველაზე დიდი პრივილეგიაა. ამ თვეში, თქვენ მოგიწევთ გაუმკლავდეთ ახალ რეალობას, ახალ იდენტობას და ახალ მოლოდინებს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და მიიღეთ მოცემულობა, რომელიც ამ თვეში, თქვენი ცხოვრება გახდება. საკუთარ თავს მიეცით უფლება გამოხატოთ სიმართლე – თქვენი სურვილები, საჭიროებები და სურვილები – და გჯეროდეთ, რომ ის ადამიანები, ვინც ნამდვილად აპირებენ თქვენს ცხოვრებაში ადგილის დაკავებას, ამ გულწრფელობისთვის არ მიგატოვებენ. რაც შეეხება მათ, ვინც თქვენი ცხოვრებიდან წასვლას გადაწყვეტენ – უსურვეთ ბედნიერი მოგზაურობა და საკუთარ ახალ სამყაროს დაუბრუნდით.

♊ტყუპები – ძვირფასო ტყუპებო, თქვენ იმ რეალობაში ხართ, რომელიც დიდი ხნის წინ დაგეგმეთ. თქვენ მიდიხართ იმ მიმართულებით, რომელზედაც ყოველთვის ოცნებობდით, იქნება ეს პირადი, თუ პროფესიული საკითხები. ამის მიუხედავად თქვენ არ გასვენებთ შეგრძნება, რომ რაღაც რიგზე არ არის. თქვენ გაქვთ განცდა, რომ თქვენი პარტნიორი, მართალია თქვენი ერთგულია, თუმცა „ის“ არ არის. სინამდვილეში, ადვილი წარმოსადგენია ყველაზე ცუდი შედეგი. მაგრამ, იცით, რა არის კიდევ უფრო ადვილი? საუბრის დაწყება იმაზე, რაც გაწუხებთ. არ ინერვიულოთ, რომ *ლოგიკური* არ ხართ, ისაუბრეთ საკუთარ შეგრძნებებზე, იყავით მართალი და გულწრფელად გაუზიარეთ მას ის ემოციები, რომელსაც თქვენს სიღრმეში მალავთ. თქვენ არ ხართ მარტო – თქვენს პარტნიორს უყვარხართ და მზადაა, თქვენი ყოველი ეჭვი გააქარწყლოს.

♋კირჩხიბი – ახლა, თქვენ ყველაფერს გრძნობთ, კირჩხიბებო. თქვენ განიცდით უამრავ ემოციას, წარმოუდგენელ დიდ სიყვარულს და ეს გრძნობები გაფიქრებინებთ, რომ დაიკარგეთ. დაიმახსოვრეთ, ესაა იშვიათი და ძვირფასი სიყვარული, რომელსაც მხოლოდ ერთეულები გრძნობენ. როცა სიყვარული *ასეთი* დიდია, თანმხლები შიშებიც დიდია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კონფლიქტი, რომელსაც სავარაუდოდ გაწუხებთ, უფრო შინაგანია, ვიდრე გარეგანი. თქვენში არის ერთი ნაწილი, რომელსაც სურს ამ გიჟურ სიყვარულში თავით გადაშვება, ხოლო მეორე ნაწილს ეშინია, რა იქნება მომავალში. გაუკეთეთ საკუთარ თავს სიკეთე და მოიშორეთ ტვირთი, რომელსაც წარსული ჰქვია. ეს სხვა ადამიანია, ეს სხვა სიყვარულია. მორიელის სეზონი მოგცემთ შესანიშნავ შესაძლებლობას, ჩახვიდეთ ქვესკნელში, გადალახოთ ფსიქიკის ღრმა, ბნელი შიშები და ახლიდან დაიბადოთ. ახლა, სამყარო გეხმარებათ, რომ შექმნათ ის ცხოვრება, რომელიც გსურთ და იმსახურებთ.

♌ლომი – ძვირფასო ლომებო, ამ თვეში, მოგიწევთ თვალი გაუსწოროთ ყველაზე ღრმა, ყველაზე ბნელ შიშებს – იქნება ეს უარყოფისა თუ მარტოობის შიში. დაიმახსოვრეთ, ეს ერთადერთი გზაა თქვენი დემონების დასამარცხებლად. ეს არის ერთადერთი გზა, რათა გათავისუფლდეთ წარსული ტკივილისგან და იპოვოთ ის თავისუფლება, რომელიც ასე ძალიან გსურთ. დიახ, ეს პროცესი აუცილებელია, რათა საძირკველშივე აღმოფხვრათ სამომავლო პრობლემები. კარგი ის არის, რომ ეს, ასევე, დაგეხმარებათ დაიწყოთ პირადი ურთიერთობები ისე, რომ საკუთარი თავი არ დაკარგოთ. ამასთან ერთად, ამ პროცესში, აუცილებელია არ შეგეშინდეთ გაუშვათ ის, რაც აღარ განიჭებთ სიხარულს. ნუ შეგეშინდებათ, რომ თუ ოდესღაც საოცნებო ცხოვრება, ახლა მომწამლავია. ისურვეთ მეტი და სამყარო აუცილებლად გაამართლებს თქვენს მოლოდინებს.

♍ქალწული – ამ თვეში იგრძნობთ, რომ ჩიხში ხართ მოქცეული. მართალია გულის სიღრმეში გსურთ ეს კავშირი, მაგრამ ის მაინც განადგურებთ. დაფიქრდით, თქვენი ქცევების რა ასპექტები აისახება თქვენს პარტნიორზე? რა ღრმად ფესვგადგმული შიშების მოგვარებას გთხოვენ? ის მოითხოვს, რომ თქვენი ბაღიდან ამოძირკვოთ სარეველა. თანაც, ყველა იმ რწმენასთან ერთად, რომელიც აღარ გჭირდებათ. ასე რომ, დაიკაპიწეთ ხელები და დაიწყეთ მუშაობა. დაიწყეთ იმ ცხოვრების შენება, რომელიც ძალიან გინდათ. როგორც ამბობენ „შენ ხარ ცვლილება. ცვლილება შენით იწყება“.

♎სასწორი – შესაძლოა, თქვენი ცხოვრების ეს თავი იმდენად *სხვას* კი არ ეხება, რამდენადაც საკუთარი ფრთების პოვნას – საკუთარი ზრდისა და ამაღლებისთვის ადგილის შენარჩუნებას. ამის მიზეზი, ხელახლა გახსნილი და ატკიცებული ჭრილობებია. თქვენ მხოლოდ უძრავად უნდა იდგეთ და დააკვირდეთ, რა უნდა გამოიტანოთ გულიდან. დაიმახსოვრეთ, რომ თუ ამ პერიოდში, გონება კვლავ წარსულში დაგაბრუნებთ და გაგახსენებთ, თუ რისი გაკეთება შეგეძლოთ სხვაგვარად, ეს მორიელის გავლენაა. სიმართლე ის არის, რომ ყოველი გამოცდილება სრულყოფილია და ყოველი გამოცდილება, რაღაც ახალს, რაღაც უნიკალურს გასწავლით. *რატომ?* კითხვების მოშორება მოგიტანთ როგორც მშვიდობას, ასევე თავისუფლებას. მუდამ გახსოვდეთ, ამაღლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დაბლა დაცემა.

♏მორიელი – თქვენი ის ვერსია, რომელიც ამ თვეში, დაბნელების პორტალიდან გამოვა, რა თქმა უნდა, არ იქნება ის ვერსია, რომელიც შესვლისას იყო. ცვლილება კარგია, მორიელებო, ძალიან კარგი. ეს ისაა, რასაც ქვეცნობიერად გამუდმებით ოცნებობდით, მაგრამ ამის გამო, ის ნაკლებად დამაბნევლად არ მოგეჩვენებათ. ეს არ გააადვილებს მასთან გამკლავებას. გაუკეთეთ საკუთარ თავს სიკეთე და ივარჯიშეთ სიჩუმეში. ნაცვლად იმისა, რომ იპოვოთ სწორი პასუხები და სწორი გადაწყვეტილებები, მიიღეთ ეს გაურკვევლობა და დინებას გაჰყევით. ამავდროულად, მიეცით საკუთარ თავს უფლება, იპოვოთ თქვენი ავთენტიკური ხმა და გამოხატეთ რას გრძნობთ ყველა სიტუაციაში. ცხოვრების წესების ხელახალი შეფასება არის ის, რისკენაც ამ თვეში, მთელი სამყარო მოგიწოდებთ.

♐მშვილდოსანი – ძვირფასო მშვილდოსნებო, წინ ალქიმიური თვე გელოდებათ – საკუთარ თავს, სრულიად ახალი გზით შეიგრძნობთ. თქვენ დაუახლოვდებით საკუთარ თავს როგორც ცნობისმოყვარე, ასევე თანაგრძნობით სავსე გრძნობით, რომელიც, თქვენს ჭრილობებს, სიბრძნედ გადააქცევს. თქვენ დაინახავთ, რომ ყველაფერი, რაც მოხდა,  თქვენს სასიკეთოდ მოხდა. რაც, თავის მხრივ, მოგცემთ თავისუფლებას, გამოიკვლიოთ ის შესაძლებლობები, რისი შექმნაც *სხვასთან* შეგიძლიათ. დიახ, თქვენ მზად ხართ ახალი ურთიერთობებისთვის! ზოგიერთი თქვენგანი სიყვარულის ცეცხლს მეგობართან ან წარსულ საყვარელთან ერთად აანთებს. მორიელის სეზონი არის დრო, როდესაც უნდა მოუსმინოთ თქვენი გულის აჟიოტაჟს და წინ უზარმაზარი ნაბიჯი გადადგათ.

♑თხის რქა – აქ რაღაც ისეთი ხდება, დიდი ხანია იცით. იმის ნაცვლად, რომ მას თავი აარიდოთ,  მოუსმინეთ რას ამბობს თქვენში არსებული არეულობა. ამ თვეში მოგიწევთ გარკვეული კორექტირების გაკეთება, როგორც შინაგანად, ასევე გარეგნულად. არ შეგეშინდეთ იმოქმედოთ თქვენი შინაგანი წინათგრძნობით. როდესაც ეჭვი შეგეპარებათ, გახსოვდეთ, რომ სწორედ ქაოსს მივყავართ შექმნამდე.

ზოგიერთმა თქვენგანმა შეიძლება იგრძნოს, რომ *დისტანცია* აუტანელია. თუ თქვენი პარტნიორი მუდმივად გადაადგილდება პირადი/პროფესიული ვალდებულებების გამო, ეს მოძრაობა, შეიძლება თქვენი ურთიერთობის მთავარი პრობლემა იყოს. კარგი ის არის, რომ თქვენ ყოველთვის გაქვთ უფლება იყოთ გულწრფელი და ხმამაღლა ისაუბროთ იმაზე, რაც გაწუხებთ. ვინ იცის, იქნებ ეს პრობლემები, არც ისეთი რთული მოსაგვარებელი არ არის, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ.

♒მერწყული – ძვირფასო მერწყულებო, ეს თვე დაგეხმარებათ, გამოხვიდეთ ყველანაირი დრამიდან.  საკუთარ თავთან დიალოგის დაწყება და გარკვევა, სინამდვილეში, როგორი სიყვარული გსურთ, დაგეხმარებათ, რომ თქვენი ახლანდელი ურთიერთობა, გააუმჯობესოთ. ხოლო თუ მარტოხელა ხართ, თქვენი საოცნებო პარტნიორი მოიზიდოთ. დაიმახსოვრეთ, არ აქვს მნიშვნელობა სად ხართ ახლა. თქვენ ყოველთვის გაქვთ უფლება დაიწყოთ თავიდან. ახლა, ამ თვეში, სცენარის გადაწერა შესაძლებელია. ამ თვეში თქვენ მოწოდებული ხართ, რომ უფრო ღრმად გადახვიდეთ ინტიმურობის პორტალში.

♓თევზები – სიყვარული თქვენი ლოცვაა, თევზებო. თქვენი სიყვარული არის ერთგულება როგორც იდუმალი ძალების, ასევე თქვენი პარტნიორის მიმართ. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც სხვებს უსაზღვრო სულიერ კავშირს სთავაზობს. სანაცვლოდ, პარტნიორისგანაც იმავეს ელით. მაგრამ იმედი ნუ გაგიცრუვდებათ, თუ ის მეტად პრაქტიკული ადამიანია. შესაძლოა, ის *ყოველთვის* ვერ ერგებოდეს თქვენს მოთხოვნებს და ვერ შემოგთავაზონ პოეტური სიყვარული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას არ უყვარხართ. იყავით დაუცველი, უთხარით მათ, თუ როგორი სიყვარული და როგორი გამოცდილების გაზიარება გსურთ მათთან. ეს კომუნიკაცია დაგეხმარებათ ამოიცნოთ მათი უნიკალური სიყვარულის ენა. დაიმახსოვრეთ, თქვენ იმსახურებთ პარტნიორს, რომელიც თქვენნაირი ვნებითა და სინაზით იცეკვებს ცხოვრების მთავარ ცეკვას.

Cesko