“არავინ გაბედოს ლევანიკოს სახელის ხსენება და ვინმესთან გაიგივება” – მელიტა ფურცელაძე ნინი შერმადინის პოსტს ეხმაურება

June 25, 14:28
0
2548

21 ივნისს ლევან კბილაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. მომღერლის დედამ იცის, როგორი იყო ეს უმძიმესი წელი ვაჟის გარეშე. დედას ერთი დღეც არ ჩაუგდია შვილის საფლავზე გასვლის გარეშე. იქ რომ უცნობი ადამიანები ხვდებიან, ეს უკვე აღარ აოცებს. ქალბატონები, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ასევე რუსეთიდან სტუმრობენ მუსიკოსის საფლავს. რუსეთიდან, სადაც ლევანმა, ოთხი წლიანი კარიერის მანძილზე, შეძლო, რომ დიდი სიყვარული დაეტოვებინა… ბოლოს სამშობლოში დაბრუნება ჰქონდა გადაწყვეტილი. უკანასკნელ დღეებში, დიდ რუსულ ფესტივალზე გამოსვლამ, უდიდესი ფიზიკური დატვირთვა მოუტანა, რაც, როგორც მომღერლის დედა ამბობს, ჰემორაგიული ინსულტის მიზეზი გახდა.

მომ­ღე­რალ ნუცა ბუ­ზა­ლა­ძის მოს­კოვ­ში სიმ­ღე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სკან­დალს მისი კო­ლე­გა, მომ­ღე­რა­ლი ნინი შერ­მა­დი­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა. ამ კონ­ტექ­სტში ნი­ნიმ გარ­დაც­ვლი­ლი ლე­ვან კბი­ლაშ­ვი­ლი ახ­სე­ნა. შერ­მა­დი­ნი წერ­და:

“ჩემი ლე­ვა­ნო კბი­ლაშ­ვი­ლი, ღმერ­თმა აცხო­ნოს მისი სული! თა­ვი­სი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რით რომ ატი­რებ­და რუ­სებს და ათაყ­ვა­ნებ­და სა­ქარ­თვე­ლოს, ისიც ვატ­რი­ა­ლოთ საფ­ლავ­ში? მო­ღა­ლა­ტე იყო?! თუ გა­უ­მარ­ჯოს სა­ქარ­თვე­ლოს აძა­ხე­ბი­ნებ­და რუ­სებს” – აღ­ნიშ­ნავ­და ნინი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან პოს­ტი წა­შა­ლა.

თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ლე­ვან კბი­ლაშ­ვი­ლის დე­დამ, მე­ლი­ტა ფურ­ცე­ლა­ძემ პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

“არა­ვინ არ გა­ბე­დოს ლე­ვა­ნი­კოს სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბა. ლე­ვა­ნი­კო არ­სად არ გა­პა­რუ­ლა, ლე­ვა­ნი წა­ვი­და ….წა­ვი­და და ხმა­მაღ­ლა, ყვე­ლას გა­სა­გო­ნად თქვა – “ვიმ­ღე­რე იმი­ტომ, რომ ჩემი სა­ქარ­თვე­ლო მინ­დო­და მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა” -ო. ხოდა, აჩ­ვე­ნა.

ამ ხუთი წლის მან­ძილ­ზე მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ იცო­და მისი რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ერთი სიტ­ვა არ დას­ცდე­ნია არა­ვის აუ­გად.

სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში, სხვა­დას­ხვა სცე­ნა­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შით ხელ­ში, ქარ­თულ სიმ­ღე­რას ას­რუ­ლებ­და და ყვე­ლას და­ა­ნა­ხა მან თა­ვი­სი სა­ქარ­თვე­ლო.

და­ა­ნა­ხა თან ისე, რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ დიდ­ხანს, ძა­ლი­ან დიდ­ხანს ემახ­სოვ­რე­ბათ. ამი­ტომ მე, მისი დედა, ხმა­მაღ­ლა, თა­ვა­წე­უ­ლი და ამა­ყი ვამ­ბობ, ლე­ვან კბი­ლაშ­ვი­ლი იყო, არის და იქ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ღირ­სე­უ­ლად ატა­რა ყველ­გან თა­ვი­სი და სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის სა­ხე­ლი და და­ამ­ტკი­ცა, თუ რო­გო­რი უნდა იყოს სამ­შობ­ლოს და პრინ­ცი­პე­ბის მქო­ნე პატ­რი­ო­ტი ადა­მი­ა­ნი.კი­დევ ერთხელ.

ყვე­ლას გა­სა­გო­ნად ვი­მე­ო­რებ, მე­ო­რედ არა­ვინ გა­ბე­დოს ლე­ვა­ნის სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბა და ვინ­მეს­თან გა­ი­გი­ვე­ბა.ის ლე­ვან კბი­ლაშ­ვი­ლია.

ლე­ვა­ნი, რო­მე­ლიც ყველ­გან და ყვე­ლა­ფერ­ში თა­ვის სა­ხელ­სა და ღირ­სე­ბას რუ­დუ­ნე­ბით უფრთხილ­დე­ბო­და”, – წერს მე­ლი­ტა ფურ­ცე­ლა­ძე

Cesko