სასტიკად მოკლული ცნობილი ქართველი ბიზნესმენი, ჭაში იპოვნეს- სიცოცხლის ბოლო კადრები, გატაცების ვიდეო ახლახანს გავრცელდა

0
1806
29 Views

კადრები კიევში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენის ნიკოლოზ დავითაშვილის გატაცებამდე და მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრეა გადაღებული.

კადრებში ჩანს, როგორ ტოვებს დავითაშვილი სასტუმროს. სავარაუდოდ, იგი ადგილიდან მოტყუებით გაიყვანეს და „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომობილით გაიტაცეს.

 არყის მაგნატად ცნობილი ბიზნესმენი კიევის ოლქში 2019 წლის 26 ნოემბერს გაუჩინარდა, მოგვიანებით კი მისი ცხედარი ერთ-ერთ დასახლებაში, ჭაში ჩაგდებული იპოვეს.

დავითაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ეროვნებით ჩეჩენი 39 წლის რუსეთის მოქალაქეა, რომელსაც სამართალდამცველები 2019 წლიდან ეძებდნენ და გასულ თვეს დააკავეს.

კილერის დაკავების მიუხედავად, კვლავ უცნობი რჩება დანაშაულის მოტივი, ისევე როგორც მკვლელობის შემკვეთის ვინაობა.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ ქართველი ბიზნესმენის განზრახ მკვლელობისთვის შარხან გაკაევს უვადო პატიმრობა ემუქრება

ფოტოს ნახვა

Cesko