“აშშ შუაში კი არა, თავშია! დავაზუსტოთ: მხარეა! – ამიტომ არის  ღარიბაშვილის პოზიცია გონივრული”- ბონდო მძინარაშვილი

October 28, 12:42
0
859

ირაკლი ღარიბაშვილი რომ გონივრულად იქცევა, ეს უდავოა!
ახლა მაკრონის ნათქვამს მიაქციეთ ყურადღება:
საფრანგეთის პრეზიდენტი უკრაინას კი არ მოუწოდებს მოლაპარაკებებისკენ, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებს!
რა შუაშია აშშ?
ეს შეკითხვა შეიძლება ჩვენ გაგვიჩნდეს, პრეზიდენტმა მაკრონმა კი ზუსტად იცის:
ამერიკის შეერთებული შტატები შუაში კი არა, თავშია!
დავაზუსტოთ: მხარეა!
ამას ახლა არ ამბობენ, მაგრამ როცა აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები გაიმართება, მაშინ გამოჩნდება, რომ პრეზიდენტი ზელენსკი, უბრალოდ, მარიონეტია დიდ თამაშში!
სამწუხაროდ, ამ ბინძურმა თამაშმა უკვე ათიათასობის სიცოცხლე შეიწირა და, კაცმა არ იცის, კიდეც რამდენს შეიწირავს თამაშის დასრულებამდე!
ამიტომ არის საქართველოს ხელისუფლების და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პოზიცია გონივრული!
დიახ, “რაც ხდება უკრაინაში, უნდა დარეგულირდეს მოლაპარაკების გზით” და რაც შეიძლება სწრაფად!

ჟურნალისტი, ბონდო მძინარაშვილი; სოციალური ქსელი

Cesko