„ჩიტი გათავისუფლებულია“ – ილონ მასკმა „ტვიტერი“ იყიდა

October 28, 11:07
0
307

ილონ მასკმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ შესყიდვის პროცესი დაასრულა და კომპანიას სათავეში ჩაუდგა. მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა „ტვიტერი“ 44 მილიარდ დოლარად შეისყიდა. ინფორმაციას bbc ავრცელებს.

„ჩიტი გათავისუფლებულია“, – წერს მასკი საკუთარ „ტვიტერზე“.

ფინანსური გარიგების დასრულების შემდეგ „ტვიტერის“ გენერალურმა და ფინანსურმა დირექტორებმა თანამდებობები დატოვეს.

ამერიკული მედიის ცნობით, კომპანიის აღმასრულებელი და ფინანსური დირექტორები მასკმა გაათავისუფლა.

კომპანია „სფეის იქსისა“ და „ტესლას“ დამფუძნებელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი მმართველობით „ტვიტერი“ უფრო ინოვაციური გახდება.

მისი თქმით, პლატფორმისადმი მის ინტერესს მხოლოდ ფინანსები არ განაპირობებს.

მასკის თქმით, „ტვიტერის“ შეძენით მას სურდა, კაცობრიობას დახმარებოდა, რათა მას ჰქონოდა საერთო ციფრული პლატფორმა.

 

Cesko