34 Views
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა NATO “მარიონეტულ ომში” დაადანაშაულა და განაცხადა, რომ არსებობს შეიარაღებული კონფლიქტის უკრაინის ფარგლებს გარეთ გავრცელების რისკი.
რუსულ სამთავრობო მედიასთან ინტერვიუში ლავროვი აცხადებს, რომ მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფრთხე სერიოზულია.
“ახლა რისკები მნიშვნელოვანია. საფრთხე სერიოზულია, რეალური. NATO, რეალურად, შუამავლების მეშვეობით აწარმოებს ომს რუსეთთან. ომი ომია“, – განაცხადა ლავროვმა.
მანამდე, რუსეთის პირველ არხთან ინტერვიუში სერგეი ლავროვმა ბირთვულ ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საფრთხე “სერიოზული და რეალურია“.
მან გააკრიტიკა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაც და ქვეყნების მიერ უკრაინისთვის საჭირო შეიარაღების გადაცემას “ცეცხლზე ნავთის დასხმა“ უწოდა.